“იტალია მზადაა, აღადგინოს მარიუპოლის თეატრი”, – ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის კულტურის მინისტრი წერს.
“მინისტრთა კაბინეტმა დააკმაყოფილა ჩემი შეთავაზება, უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის რაც შეიძლება მალე. თეატრები ყველა ქვეყანაში მთელ კაცობრიობას ეკუთვნის”, – წერს მინისტრი.