“რუსეთის განადგურების ნებისმიერი სურვილი მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს” – რუსეთის პატრიარქი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურების ნებისმიერი მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს მძლავრი იარაღი და ხალხი ჰყავს, რომლებსაც გამარჯვების დიდი სურვილი ყოველთვის აქვთ.

“დღეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას და მთელ კაცობრიობას, რადგან ზოგიერთ გიჟს აქვს აზრი, რომ დიდი რუსული ძალა, რომელსაც აქვს ძლიერი იარაღი, დასახლებულია ძალიან ძლიერი ხალხით, რომლებიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობენ, თაობა, რომელიც არასოდეს დანებდა არცერთ მტერს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, რომ არსებულ პირობებში მათი დამარცხება შეიძლება”, – თქვა კირილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share