“ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს! აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან!“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს:

“რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად.

მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.

ნაციონალური მოძრაობა (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა.

პარტიამ ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს.

ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება.

აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share