”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე დღეს, ოზურგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა.
გიორგი მუმლაძემ ოზურგეთელ მხარდამჭერებთან შეხვედრა საარჩევნო პროგრამის ფარგლებში გამართა.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი კანდიდატი მიიჩნევს, რომ მთავარი ფოკუსირება “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე უნდა გააკეთოს.
მუმლაძის აზრით, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ამ მიმართულებით უფრო მეტი აქტივობა მართებს.
შეხვედრა რამდენიმე სააათი გაგრძელდა, დასრულების შემდეგ კი გიორგი მუმლაძე აჭარაში გაემგზავრა, სადაც დღესვე, ის ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდება.