“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხაერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს ფარული ჩანაწერები კიდევ გამოუწვეყნონ.
განცხადება მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
„როცა ვსაუბრიბთ, მიშა სააკაშვილი რომელ მხარეზეა, მიშა სააკაშვილი არის ყოველთვის ერთიანობის, პარტიის ძლიერების მხარეს, მაგრამ დღეს დისტანცირებულია პოლიტიკიდან და დისტანცირებულია ჩვენი უგემოვნობის გამო. ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გავიგეთ რა უნდა გავაკეთოთ, ადამიანები, რომლებიც ვერ მივხვხვდით, რომ ჩვენს არჩევნებში კი არ არის გამოსავალი, მის დახსნაში და ოლიგარქიული რეჟიმისგან თავის დახსნაშია. ეს როდესაც არ ესმით ადამიანებს და შეუძლიათ, ჩანაწერებით ირბინონ, ახალი ჩანაწერები ხალხში გაავრცელონ… რაც უნდათ ის უქნიათ”- თქვა ხერხეულიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე ნიკა მელიას ახალი ჩანაწერი გამოუწვენყნონ, ეკა ხერხეულიძე ამბობს: “არაფერს გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა”.
აბა იარაღი იარაღი რა არის?! – მიშას სახელის ბევრჯერ თქმა და იარაღი არის ჩანაწერი. მე ტყუილად არაფერს ვლაპარაკობ” – თქვა დეპუტატმა.