მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელს ბოლომდე მოიხდის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანმა განაცხადა. სახელიფლებო გუნდის ლიდერის თქმით, პატიმარ პრეზიდენტს ციხიდან გამოსვლაში ვერც თანაგუნდელები და ვერც ექიმები დაეხმარებიან.
აქვს ილუზია, რომ არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია, – თქვა წულუკიანმა მესამე პრეზიდენტზე.
ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი უშველის, ვერც სიების შედგენა და ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ. მათ ვერავინ ამოალპობს ციხეში, რადგან მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებს და სხვებს ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოში არ უწერიათ, – თქვა წულუკიანმა.