„ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი“ – თეა წულუკიანი გიორგი ვაშაძეზე

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს „ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი“ უწოდა.

წულუკიანმა ერთ-ერთი გადაცემიდან ვაშაძის რამდენიმე ციტატა გაიხსენა და განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი წარსულს ვერ წაშლის.

“გვითხარი რა. გაგვახსენე, უფრო სწორად…ვერავითარ წარსულს ვერ წაშლი. ეს მართლაც ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი.

გარდა 24 თებერვალს დაგეგმილი აქციისა, გიორგი ვაშაძემ გადაცემაში წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არაფრის გახსენება არ სურს, რადგან „კარგი არაფერი მანდ არ არის“.

„მე ეს ფურცელი უკვე გადავშალე, ყველა ადამიანს ვეუბნები, რომ ჩემს გვარს ნუ ახსენებთ და ჩემს ნაცვლად ნუ ლაპარაკობთ, რა მოტივაციები იყო. აღარ მინდა გავიხსენო საერთოდ ეს, გადავშალე ეს ფურცელი, აღარ არსებობს ჩემთვის ეს წარსული, წავშალე. არ მინდა არაფერი გავიხსენო, კარგი არაფერი მანდ არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ”, – წერს თეა წულუკიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share