Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს ბელარუსის წინააღმდეგ, ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო. მათი ცნობით, სანქციები დიდწილად იმეორებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც ევროკავშირმა უკვე დაუწესა რუსეთს – ძირითადად ტექნოლოგიების ექსპორტსა და ენერგეტიკულ სექტორზე.
მედია წერს, რომ სანქციები შეეხება:
- ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის და შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი;
- ნავთობის, ნახშირის, ფოლადის ნაწარმსა და ოქროს;
- სავაჭრო შეზღუდვები ფუფუნების საქონელზე, ინვესტიციებზე და გარკვეული სერვისების მიწოდებაზე;
- ზომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიაციაზე და ენერგეტიკის სექტორზე, ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროებზე.
შემოთავაზებული ღონისძიებების დამტკიცება მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას.