საქართველოს კარტოფილის იმპორტი გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ 11,169 ტონა პროდუქტში 4,108 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, მაშინ, როდესაც 2021 წელს 11,464 ტონა კარტოფილი 2,589 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.
ამასთან, 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
- რუსეთი 3 794 ტონა, რაშიც 1 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა (ტონაში საშუალოდ 263,5 აშშ დოლარი)
- ბელარუსი – 2 728 ტონა, 747.8 ათასი აშშ დოლარი (ტონაში საშუალოდ 274 აშშ დოლარი)
- გერმანია – 1 224 ტონა, 1,114 აშშ დოლარი (ტონაში საშუალოდ 910 აშშ დოლარი)
- თურქეთი – 1 129 ტონა, 249.9 ათასი აშშ დოლარი (ტონაში საშუალოდ 221 აშშ დოლარი)
- აზერბაიჯანი – 527.6 ტონა, 300 ათასი აშშ დოლარი (ტონაში საშუალოდ 568 აშშ დოლარი)