ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ა(ა)იპ “ოზურგეთის მუზეუმთა გაერთიანება” – დირექტორი, გოგა ტრაპაიძე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუზეუმიდან აცნობეს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თუ რა გახდა განთავისუფლების მიზეზი, “გურიის მოამბე” თავად ტრაპაიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ჩვენთან საუბარზე უარი თქვა.
როგორც რედაქციას ტრაპაიძის ახლობლებმა აცნობეს, ყოფილ დირექტორს მაღალი წნევა აქვს და საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.
ტრაპაიძე ოზურგეთის მუზეუმს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
მის შემცვლელად სოფელ ოზურგეთში მცხოვრები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ვინმე კვერღელიძე სახელდება.
მუზეუმის დირექტორის განთავისუფლების მიზეზებზე არც ოზურგეთის მერიაში საუბრობენ, უფრო კონკრეტულად მერიის პრეს სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი სამუშაოები, ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა, კახა ჩავლეშვილმა, ბოლო 6 თვის განმავლობაში იმაზე მეტი გასწია, ვიდრე მუზეუმის მთელმა შემადგელმობამ ბოლო 20 წლის განმავლობაში.
დიდი ალბათობით მერიის გადაწყვეტილებაც მუზეუმის ქმედითუნარიანობის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული და სკ “მერცხალში” მომხდარი ცვლილებებისაგან განსხვავებით აქ პოლიტიკურ დევნასთან საქმე არ უნდა გვქონდეს.
თუმცა რედაქცია გააგრძელებს მუზეუმში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას.