მიხეილ სააკაშვილი გერმანულ “შპიგელთან” ინტერვიუში იმ ეპიზოდს განმარტავს, რომელიც პენიტენციურმა გაასაჯაროვა და სადაც ჩანს, როგორ ყრის მესამე პრეზიდენტი წამლებს იატაკზე.
მესამე პრეზიდენტის თქმით, მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის წარმჩენა, თითქოს ის ჭკუიდან შეიშალა.
პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემს პაალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები, რომლებიც მომცეს. Მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება თითქოს საქციელშემცდარი ვარ, – აღნიშნა სააკაშვილმა.