გერმანულმა გამოცემა “შპიგელმა” საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი, მის პატიმრობაში კრემლის ჩართულობასა და როლზე საუბრობს. მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი პატიმრობა და “ფიზიკური განადგურება” სწორედ პუტინის პირადი ბრძანებაა.
მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემასთან პატიმრობის დროს, მის მიმართ ძალოვანი უწყების მხრიდან, ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზეც ისაუბრა.
ინტერვიუში “ქართული ოცნების” მთავრობას მიხეილ სააკაშვილი მოიხსენიებს როგორც “რუსეთისთვის საჭირო ხელსაწყოს” და “პუტინის ჩუმ მოკავშირეს”.
მისივე თქმით, რაც ახლა მის გარშემო ხდება, არის რუსეთის “ნათელი მესიჯი უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის”.
შპიგელის შეკითხვებს მიხეილ სააკაშვილმა ხელნაწერის სახით უპასუხა. მისი პასუხები კი გამოცემას დედამ, გიული ალასანიამ გადასცა.