„დიახ, იმ არჩევნებში (2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები) „ოცნებამ“ გაიმარჯვა და „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა, იმის შემდეგ თუ ივანიშვილმა რამე სწორი გააკეთა ამ ქვეყანაში, იყო ის, რომ ეგრევე არ დაერია თანამდებობაზე დარჩენილ „ნაციონალებს“. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი წელი იყო პრეზიდენტი. იმიტომ, რომ კონსტიტუცია ამას ამბობდა და მისი გაგდების ნებისმიერი ქმედება ეს იქნებოდა 1991-92 წლების არალეგიტიმურ ჩარჩოში გადასვლა” – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
“გიგი უგულავა კიდევ ორი წელი იყო თბილისის მერი და კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო იმდენი ხანი. დიახ, არ გავყარეთ ჩვენ ისინი. იმიტომ, რომ ამ გაყრით სწორედ იმ მარშინის წრეზე დავტრიალდებოდით. არ გავყარეთ ისინი, ნელ-ნელა უნდა გაგვეშვა და გავუშვით. ეს იყო ამოცანა. თვითმმართველობის არჩევნები ორი წლის შემდეგ ჩატარდა, 2014-ში და მაშინ შეიცვალა თვითმმართველობის დონეზე ხალხი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.