როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის განცხადებას.
მისი თქმით, ყველა ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა რატი ბრეგაძის განცხადება სწორად აღიქვა, რომ სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაიცვას პატიმრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება უფლებები, რაც ამ ქვეყანაში ზედმიწევნით სწორად ხორციელდება.
ყველა ქვეყანაში არსებობენ პატიმრები, რომლებიც თვითდაზიანებით არიან დაკავებული, ეს სამწუხარო პრაქტიკაა, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ არის და არც ბოლო იქნება. სულ იყო, არის და იქნება თვითდაზიანებით თავის დახსნის მცდელობები, ამიტომ სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ აქედან გამომდინარე რისკები შეამციროს, რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ყველა პატიმარზე ვრცელდება, მაგრამ ამ პასუხისმგებლობასაც აქვს თავისი ჩარჩო.
ძალიან მკაფიოდ რომ ვთქვათ და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ობიექტურად მოფიქრალმა ადამიანმა რატი ბრეგაძის განცხადება სწორად აღიქვა, რომ სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაიცვას პატიმრის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება უფლებები და ა.შ. რაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ზედმიწევნით სწორად ხორციელდება, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე.
არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც თვითდაზიანებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. არათუ საქართველო, არამედ მსოფლიოში ერთ ქვეყანას, ან ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკოთხოთ, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ეს ადამიანი, რომ თვითდაზიანებაზე რომელი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას, ვერც ერთი და არც ერთი. ხომ მეთანხმებით ამაში, რომ ვერც ერთი ქვეყანა თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
ძალიან ბევრი მაგალითებია, სამწუხაროდ, ცუდია ამის თქმა, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის, ზოგი მუცელს იფატრავს, ზოგი ვენებს იჭრის, ზოგი ტანს ისერავს, ჟანგიან ლურსმნებს ყლაპავს და ასე იყენებენ თვითდაზიანებებს, მაგრამ არც ერთი ქვეყანა ამაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას იღებს თავისი კომპეტენციის და პასუხისმგებლობის ჩარჩოებში, რომ მან, ნებისმიერმა დემოკრატიულმა, ნორმალურმა და ცივილიზებულმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის დასაცავად, მაგრამ თუკი პატიმარს ეხვეწება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პენიტენციური სისტემა, სამედიცინო პერსონალი, ექიმი, ექთანი, რომ მან მიიღოს გარკვეული საკვები, წამალი, გადასხმა და ის ამას არ აკეთებს, მაშინ რთულია პასუხისმგებლობის აღება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.