ლავროვმა ღარიბაშვილი აქო, ზურაბიშვილი კი გაკიცხა – რატომ არ მოსწონს მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტი?

ქებათა ქება მოსკოვიდან – კრემლი ბიძინა ივანიშვილის გუნდით აღფრთოვანებულია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ათ დღიანი შუალედით “ოცნებას” ისევ კომპლიმენტებს უგზავნის.

ლავროვმა ზეპირად იცის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები და  საქართველოზე  სწორედ ღარიბაშვილის ციტატებით საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს როგორც ჩანს,  განსაკუთრებით მოსწონს “ოცნების”  გზავნილები “საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ”.

ლავროვი აქებს ღარიბაშვილს და აკრიტიკებს ზურაბიშვილს – “მადლობა ღმერთს, რომ ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების კურსს” – აცხადებს რუსეთის პირველი დიპლომატი, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნებისა და ოკუპანტ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ძალიან დათბა.

რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში დიდი სტრატეგიული გეგმები აქვს. ამის მტკიცებულებაა გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის სკანდალური ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დღეს აბაშიძემ პრაქტიკულად დაადასტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ლავროვის განცხადებებზე დუმს.

 

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share