ოზურგეთში ცნობილი ადგილობრივი ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლი დაარბიეს

ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში ტელეკომპანია პირველის კორესპონდენტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში ოზურგეთისა და გურიის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც ადგილიდან გვაცნობეს, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ცნობილი ოზურგეთელი ჟურნალისტის, ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და დაარბიეს.

დარბეულია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, როგორც საძინებელი, ასევე სასტუმრო. ჩამსხვრეულია  პირველის სართულის ფანჯრები. მთლიანად გამოყვანილია მწყობრიდან ავეჯი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არის სახლიდან წაღებული. ამ წუთებში თავად ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება და მიმდინარეობს სახლის დათვალიერება. ადგილზევე ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც თავად ნატო გოგელია ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს უკვე მის საცხოვრებელ სახლზე მეორე თავდასხმაა ბოლო სამი დღის განმავლობაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share