აცანის ეკლესიების, წმინდა ნინოსა და ღვთისმშობლის, ასევე აცანის ოქონის მონასტრის წინამძღოლს, მამა იოანე (კვარაცხელია), შესაძლოა ბრალი ადამიანის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით და დანაშაულის დაფარვის გამო წაუყენონ.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთის მშობლის ეკლესიაში საშობაო ტრაპეზზე მოხდა.
რომლის დროსაც სტიქაროსანი მამუკა წიკლაური ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს.
დაჭრილმა დასახმარებლად ეკლესიის წინამძღვარს მიმართა, თუმცა მამა იოანე (კავარაცხელიამ) მძიმე მდგომარობაში მყოფი ეკლესიის მსახური საავადმყოფომდე არ მიიყვანა და მისგან ორი კილომეტრი დაშორებით მანქანიდან ჩამოაგდო.
დაჭრილმა ეს გზა საავადმყოფომდე ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში დაფარა.
როგორც შსს კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება სასულიერო პირმა დანაშაული დაფარა და ადამიანი მძიმე განსაცდელში მიატოვა.
თავად მამა იოანე ჩვენთან საუბარში მომხდარს ნაწილობრივ ადასტურებს, ამბობს რომ ადამიანი საავადმყოფომდე მიიყვანა, ტმცა არ ახსოვს რომელ საავადმყოფოში, გვიმტკიცებს რომ მან არ იცოდა ის თუ დაჭრილი იყო რადგან მისი ეკლესიის მსახურმა ეს მგზავრობისას დამალა.
ლანჩხუთის „ავერსის“ კლინიკაში ოფიციალურად გვპასუხობენ რომ მამუკა წიკლაური მათთან მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მუცლკის არეშიდაჭრლი ცივი იარაღით თავად მივიდა, მას გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაციები და გაეწია სათანადო მკურნალობა.
გამოძიებას შსს გურიის დეპარტამენტი აწარმოებს.
მომხდარზე ერთი ადამიანია დაკავებული და მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
პოლიციაში არ ხსნიან რატომ არ წაუყენეს ბრალი სასულიერო პირს.
მომხდარზე კომენტარს არც პოლიტიკურ ოპოზიციაში აკეთებენ, აღიქვამენ რა, რომ შესაძლოა მათი კომენტარი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვან.