“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“იყო ასეთი რუბრიკა საბჭოთა დროში: “სასარგებლოა იცოდეთ.”
ჰოდა, არ იქნება უსარგებლო თუ გვეცოდინება, რომ
ა) კობახიძე ყოველთვის ლაპარაკობს იმას, რასაც მას ელაპარაკება ბიძინა.
ბ) თუ მდინარაძეც იგივეს ლაპარაკობს, რასაც კობახიძე, ესე იგი ბიძინა კობახიძისგან ითხოვს, რომ მის გარდა ეს კიდევ ვინმემ თქვას.
გ) თუ პაპუაშვილიც იმას ლაპარაკობს, რასაც კობახიძე და მდინარაძე, ესე იგი ბიძინამ შეკრიბა პარტიის ხელმძღვანელობა და ძალიან მკაფიოდ გამოუცხადა, რომ ეს უნდა თქვან.
დ) თუ ვოლსკიც იგივეს ლაპარაკობს, რასაც კობახიძე, მდინარაძე და პაპუაშვილი, ესე იგი ბიძინამ დაურეკა ვოლსკის და უთხრა, კობახიძე რასაც ამბობს, იქნებ შენც თქვა შენებურად, თორემ ხომ იცი ეგ რანაირია, ხალხს ნერვებს აუშლისო.
შენიშვნა: ამის მერე ბიძინა კობახიძეს ურეკავს და ეუბნება, ვოლსკიმ დამირეკა და მთხოვა მეც ვიტყვიო და შენ არ გეწყინოს, ხომ იცი ეგ რანაირია, უნდა მარაქაში გარევაო.
ე) თუ ღარიბაშვილიც იმასვე ამბობს, რასაც კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი და ვოლსკი, ესე იგი ბიძინას ხუთი წუთის წინ აქვს დარეკილი, გამოდი და ახლავე თქვიო.
ვ) თუ სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილიც იგივეს ლაპარაკობენ და თან ამერიკის ელჩს აგინებენ, ესე იგი ბიძინამ მისი გუნდის შეკრებაზე ამერიკის ელჩსაც აგინა, ოღონდ თანაპარტიელებს უთხრა, ეს თქვენ არ თქვათო.
ზ) და თუ ზაზა შათირიშვილმაც იგივე დაწერა, რასაც კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი, ვოლსკი, ღარიბაშვილი, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი ლაპარაკობენ, ესე იგი მან ეს ბიძინასთან საუბრის მერე დაწერა, ოღონდ მანამდე, სანამ ზემოთ ჩამოთვლილი ოფიციალური პირები ალაპარაკდებოდნენ.
აეგრე ვცხოვრობთ და ეგრე ვიმართებით”, – წერს დავით ზურაბიშვილი.