“გაათავისუფლეთ სააკაშვილი, გაათავისუფლეთ საქართველო, გაათავისუფლეთ სამყარო რუსული იმპერიალიზმისგან”– ამ სათაურით სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე უკრაინული KyivPost აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რა ბედი ეწევა მიხეილ სააკაშვილს ციხეში, განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს ბედს, არამედ მთლიანად იმ ტერიტორიის ბედს, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
“რატომ არის სააკაშვილის გათავისუფლება ასეთი გულწრფელი და მნიშვნელოვანი? არსებობს მიზეზები, რომლებიც სცილდება ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ დგომის აუცილებლობას, რომელსაც სააკაშვილი ექვემდებარება. საუბარია მთელი ქვეყნის, საქართველოს ბედზე და მთელი ტერიტორიის ბედზე, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო”, – წერია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ როცა სააკაშვილი ციხის საავადმყოფოშია, საქართველო სავსეა გაქცეული რუსებით, იმ ხალხით, რომელთა მთავრობასაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს ოკუპანტ ქვეყანასთან ფრენების აღდგენასაც.
“მართლაც, რუსეთს სურს სააკაშვილის მოკვლა, რადგან ის წარმოადგენს ეპოქას, მისწრაფებას”, – ამბობს სტატიის ავტორი.
ჟურნალისტი ამბობს, რომ რუსეთს არაფერი აბრაზებს ისე, როგორც ხალხის კანონიერი სწრაფვა დამოუკიდებელი პოლიტიკური გზისკენ. ასე მოხდა ევრომაიდანთან დაკავშირებით 2014 წელს და რაც მოხდა საქართველოში 2008 წელს.