14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება

ამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით სინოდის სხდომა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის საკითხები, რომელსაც სინოდის სხდომაზე განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share