მიხეილ სააკაშვილის სოცოცხლის უფლების დაცვის მიზნით ქობულეთში, მუნიციპალური მერიის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
,,ჩვენ გვინდა ევროპა”, ,,გაათავისუფლეთ სააკაშვილი” სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ამიტომ სოლიდარობის აქცია აბსოლუტურად ყველგან იმართება, მთელს საქართველოში, ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში.
პუტინის მონა ივანიშვილს არავინ მისცემს იმის უფლებას, რომ მოკლას მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ევროპის კარი გაუღო.
ივანიშვილი ამ ევროპის კარშია გაჩხერილი და სურს, აღასრულოს პუტინის გეგმა და მოკლას სააკაშვილი – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ელგუჯა ბაგრატიონი.