რეკომენდაციები სიცოცხლისათვის
ორგანიზმში შემოსასვლელად მოწოლილ კიბოს, მტკიცედ რა ეღობება და რა უშლის ხელს ყველაზე მეტად.
ჰომა ინდექსი გადახრილია. მშობელმა შვილის გაჯანსაღებისთვის დიდი ღვაწლი უნდა გასწიოს. , რომ ბავშვმა მთელი ცხოვრება მეტაბოლიზმის მოშლის სხვადასხვა დეფექტებით არ იწვალოს.
რა მართავს იმ მდგომარეობას———- მამაკაცი სექსუალურად და ფსიქოლოგიურად გადახრილი იქნება თუ სრულიად ჯანსაღი .
რომელია ყველაზე სექსუალური მინერალი.
ისევ და ისევ მეტი დეტალი სიცოცხლის ბაზისზე——–ინსულინზე
და კიდევ ბევრი სასიცოცხლო დეტალი და უახლესი სამედიცინო ,ბოლომდე გაშიფრული ინფორმაცია , რომელსაც ყველგან ნამდვილად ვერ ნახავთ.
ადამიანები განუსაზღვრელად ბევრ ფულს ხარჯავენ ანალიზებში. იმეორებენ ხშირად , მაგრამ , საერთოდ არ იციან მათ ი მნიშვნელობის შესახებ. დაავადების მოსარჩენად ორივე მხარემ უნდა იბრძოლოს გონიერად . პაციენტი თავის დაავადებაში გათვითცნობიერებული უნდა იყოს. ის დაავადებას თუ არ იცნობს, მას ვერ დაამარცხებს. დღეს ,მაგალითისათვის, სასიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვან პარამეტრებს განვიხილავ ძალიან მოკლედ. რომელთა უცოდინარობა, ადამიანს გაჯანმრთელებაში ძალიან უშლის ხელს. ხშირად დიაბეტით მოავადეებმა, საბაზისო , სასიცოცხლო პარამეტრების შესახებ არ იციან.
1——-ინსულინზე და ინსულინრეზისტენტობაზე მუდმივად ვსაუბრობ და უამრავჯერ ავხსენი. მაგრამ, რადგან , ეს არის საუბარი სიცოცხლეზე და გარდა დიაბეტისა, უამრავი დაავადების მთავარ მექანიზმებზე, ძალიან მოკლედ , ისევ ავხსნი . ვინაიდან, მ ეტაბოლური სისტემის შემადგენელი პარამეტრები უნდა განვმარტო. ყოველთვის სხვადასხვანაირად და სხვადასხვა მხრიდან ვხსნი მეტი გაგებისთვის. ინსულინრეზისტენტობის დარღვევა————ინსულინის მოშლილი მეთვალყურეობაა —–გლუკოზის შექმნაზე, ათვისებაზე და მართვაზე. ეს არის ინსულინის ფუნქციების დასუსტება და გლუკოზის ანუ შაქრის ვერმართვა. ზოგს შეიძლება ჰგონია, ახლა მხოლოდ დიაბეტზე ვსაუბრობ. მაგრამ, მე ახლა ვსაუბრობ ზოგადად სიცოცხლის ხარისხზე და ნებისმიერ დავაადებაზე. რადგან ,მეტაბოლიზმის მოშლა და ინსულინრეზისტენტობის დარღვევა დაავადებათა 80 პროცენტის მექანიზმია. ამ დროს ინსულინი აზროვნება ს კარგავს, ბლაგვდება და ვეღარ აკონტროლებს შაქარს. ა დამიანის ნებისმიერი დაავადება ,მეტწილა დ დამოკიდებულია იმაზე ,რამდენად არასწორად იჟანგება შაქარი. ინსულინრეზისტენტობის მოშლის გაგრძელების შედეგად , ღვიძლი ხდება რეზისტენტული. რის შედეგად ადამიანს ემართება მეტაბოლური მოშლა და უამრავი დაავადება ,ფარისებრიდან დაწყებული სიმსივნეების ჩათვლით. ინსულინრეზისტენტობის წინა ეტაპი კი კორტიზოლრეზისტენტობის მოშლაა. ანუ ყველაფერი , მოშლილი ჰორმონებისგან იწყება . ინსულინის , თუნდაც პერიოდული სიჭარბისას ქალებში მამრობითი ჰორმონები მატულობს და ჰიპერანდროგენიზმია . მატუ ლობს ბეწვიანობა. ინსულინრეზისტენტობის მოშლის გამო ძალიან ბევრი დაავადებაა, მათ შორისაა———-სიმსუქნე, ფარისებრის დაავადებების გამწვავება, დიაბეტი, პოლიკისტოზური საკვერცხე ,სისხლძარღვების დაზიანება და ათეროსკლეროზი ანუ სისხლძარღვების ადრე დაბერება ;პოდაგრა,დაბალი და მაღალი წნევა , თრომბული პროცესების გააგრესიულება, შაკიკი და სხვა. შედეგები კი მძიმეა——-ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა და სხვა. ინსულინი პანკრეასში შექმნილი ჰორმონია. მის კონტროლქვეშაა შაქრის ათვისება. ის მთავარ როლშია ცილების შექმნაში და ამინომჟავების ნორმულ ფუნქციებში, ქოლესტერინის ჯანსაღ ცვლაში. ინსულინი ძალიან ჭარბი და დაუმორჩილებელი თუა, სიმსივნე—- ინსულინომა უნდა გამოირიცხოს. რომელიც პანკრეასის ბეტა უჯრედების კიბოა. უშედეგოა ყველა მკურნალობა ,ნებისმიერი ორგანოს დაავადების დროს, სადაც ორიენტირი არ არის ექიმისგან, ღვი ძლის რეზისტენტობის ხარისხის გააზრებაზე და მისი მართვაზე .
ჯანმრთელი ინსულინის მთავარი მიზანია, რომ უჯრედებმა აითვისოს , მხოლოდ, საჭირო შაქარი . იმდენი , რომ ადამიანმა ამის შედეგად მიიღოს აუცილებელი სასიცოცხლო ენერგია. დაზიანებული ინსულინის ანუ მოშლილი ინსულინრეზისტენტობის დროს————————-კეტონური საწამლავით დამუხტული ჭარბი შაქარი, რომელმაც ენერგიის შექმნის ფუნქცია დაკარგა , ენერგიის შექმნის მაგივრად უჯრედებს წამლავს და უამრავ დაავადებას და დისკომფორტულ ჩივილებს იწვევს. დაწყებული თავის ტკივილიდან, ამ ჩივილების გრძელი ჩამონათვალია. კიდევ განვმარტავ—— მარტო დიაბეტზე არ ვსაუბრობ. არაჯანმრთელი ინსულინია ნებისმიერი დაავადების დროს. გაციების დროსაც ყველაზე მეტად ინსულინს უჭირს. ინსულინრეზისტენტობის მოშლის დროს, უჯრედები ინსულინს ბოლომდე ვერ გრძნობენ; ინსულინის ეფექტის მიმართ შეგრძნებას კარგავენ. შაქარი სჭირდება ადამიანის უჯრედებს ენერგიისთვის და სიცოცხლის გასაგრძელებლად. ენერგიისთვის ბრძოლაში ტვინი იძულებულია პანკრეასს მეტი ინსულინი გამოაყოფინოს. მომატებული ინსულინი ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებას———სიმსუქნე, წნევა, სისხლძარღვების დაზიანება და თრომბოზი, უშვილობა, კაცის პოტენციის დაქვეითება, პოლკისტოზური საკვერცხე და სხვა . დიაბეტიც და ინსულინრეზისტენტობაც ძალიან ხშირად ლატენტურად მიდის. ეს არის უცუდესი დეტალი, რაც გლობალური მასშტაბით აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ექიმი იმდენად სწორად მკურნალობს ნებისმიერ დაავადებას, რამდენადაც სწორად შეაფასებს ინსულინის მოქმედების ხარისხს. ეს არ არის მხოლოდ, ენდოკრინოლოგის საქმე. ეს ყველა ექიმს ეხება. რადგან, ეს სწორი მეტაბოლიზმის და საერთოდ, სიცოცხლის საფუძველია. არც შაკიკის შეტევა იქნება ინსულინის ფიზიოლოგიურად უხარისხო ტრანზიტის გარეშე , არც სხვა არცერთი დაავადება. დიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა ხშირად არ გამოიხატება რუტინულ კვლევებზე. სწორედ ეს არის როგორც ნაადრევი , ისე უეცარი სიკვდილების მთავარი მექანიზმი. ლატენტური ინსულინრეზისტენტობიდან საბოლოოდ კი მიიღება——ან უშვილობა ან გულ-სისძლძარღვთა დაავადებები ან ქოლესტერინის სიჭარბე ან სიმსუქნე ან კაცის პოტენციის დაქვეითება და ასევე სხვა ბევრი მძიმე დაავადება და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები. გამოცდილ ექიმს ეს ლატენტური პროცესი ნამდვილად არ გამოეპარება. რადგან , ამას როგორც სხვა ფაქტორებზე, ისე სხვადასხვა ანალიზებზე მიხვდება. ძალიან ჩამორჩენილია მიდგომა, როცა დიაბეტი მარტო მაღალი შაქრით ფასდება. ამიტომ, მოკლედ ისევ განვიხილავ მის პარალელურ პარამეტებს .
მუცლის და წელის ზომის გაფართოება ინსულნრეზისტენტობის და კორტიზოლრეზისტენტობის დარღვევის პირდაპირი ნიშანია. მაგრამ, გამხდარ ადამიანებშიც ბევრი შემთხვევაა ა მ სიცოცხლის შემზღუდავი ფენომენების. პანკრეასი და ინსულინი——–ეპიფიზთან, ჰიპოფიზთან და ჰიპოთალამუსთან ტანდემში , ნახშირწყლების და კერძოდ, განსაკუთრებით შაქრის——პირდაპირი პატრონია. ადამიანი მიუხედავად დიეტისა, წონაში ვერ იკლებს, იმიტომ, რომ —————–მას დაზიანებული აქვს ეპიფიზი, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი და პანსკრეასი. მოშლილი აქვს ჰორმონული ცვლა. ის სწორი მკურნალობით აუცილებლად დაიკლებს, ბიოქიმიის დალაგების ფონზე . მ აგრამ, ამას რამდენიმე რთული ეტაპის გავლა სჭირდება. ეს ეტაპები გზაა სიცოცხლის რეალური გახანგრძლივებისკენ. ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორების გზა ,არის რეალური მეთოდი სიცოცხლის სწორ კალაპოტში ჩასაყენებლად. ამერიკულ და ევროპულ სამეცნიერო მასალებში და ლიტერატურაში უკვე ღიად იწერება ამაზე და იქ ქირურგებიც ეთახმებიან——————ბარიატრიული ოპერაციაც რომ გაკეთდეს , თუნდაც კლასიკურად, ეს მხოლოდ კოსმეტიკა იქნება . ასეთ ადამიანებს მეტაბოლიზმის სამკურნალოდ იგივე მკურნალობის გზის გავლა ესაჭიროებათ. ფიზიოლოგია და ჯანმრთელობა ბრუნდება მხოლოდ, ამინომჟავების თავის ადგილზე დალაგებით და ბალანსის აღდგენით. რაც მხოლოდ ბიოქიმიური რეაქციების ფიზიოლოგიური მიმდინარეობის გამოსწორებით მოხ დება. მაღალი კლასის ევროპული მედიცინა ამ პრინციპით მოქმედებს. ეს ევროპაშიც კი, ყველგან არ არის , რადგან ,ურთულესია მკურნალობის ეს გზა.
ძალიან ჭარბი ინსულინის მატების მიზეზებია——-კუშინგის დაავადება, ფრუქტოზის და გალაქტოზის აუტანლობა, ინსულინური კიბო, ძლიერი ინსულინრეზისტენტობა და სხვა.
ინსულინის შემცირების მიზეზებია , რაც აუცილებლად დაბალი წნევების დროს უნდა ეძებოთ——–დიაბეტი, ჰიპოპიტუიტარიზმი ანუ ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითება , პანკრეასის დაავადებები და პანკრეასის კიბოები.
ადრე ეს დეტალები ბევრჯერ ავხსენი და კიდევ დავაკონკრეტებ. რადგან, სამწუხაროდ, დღეს ბევრი რამ, ხან , დახავსებული , ძველი წარმოდგებით და გაგებით იხსნება და კეთდება. მეტაბოლიზმი ამ ეპოქის ნამდვილი ჭირია და ადამიანების სიცოცხლის შემზღუდველი . თანამედროვე ადამიანმა ეს დეტალები უნდა იცოდეს. სწორად უნდა იკვებოს და მკურნალობის სწორი გზები მონახოს. დღევანდელი სამყარო და განსაკუთრებით უკონტროლო გარემო ,მუდმივ მეტაბოლურ მკვლელად გადაიქცა . სასიცოცხლო ნატურალიზმი სრულიად დაკარგულია. დაავადებები უკიდურესად გახშირებულია. ეს მთელს მსოფლიოშია და მითუმეტეს, ჩვენს პირობებში კატასტროფული ვითარებაა, უკონტროლო გარემოს და სისტემური დეზორგანიზაციის გამო. ეს აზრი, როგორც ევროპელი მეცნიერები ძალიან ხშირად ამბობენ და სამედიცინო ჟურნალებში აჟღერებენ , ექიმებზე კინოფილმებშიც ხმოვანდება———-ქუჩაში არხეინად მიმავალი ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თავი სრულიად ჯანმრთელი ჰგონია, კლინიკაში რომ ამოიყვანო და გამოიკვლიო ,თუნდაც არცერთი ჩივილი არ ჰქონდეს——–4 ან 5 დაავადებას მაინც დაუფიქსირებ. მითუმეტეს ჩვენს პირობებში, არანატურალური კვებისგან და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ამდენი განცდებისგან, ადამიანებს ეპიფიზი დასუსტებული აქვთ .საერთოდ, სამყაროს ეპიფიზალური შეგრძნება , სხვადასხვა მენტალობის ადამიანში განსხვავებული დოზითაა. ამ ფსიქოგენური ალღოს დაჩლუნგების გამო ადამიანები , ხშირად დაავადებებს ჩივილებით ვეღარ გამოხატავენ . ხ ოლო ჩივილებს ვინც უგულვებელყოფს, ის საკუთარი სიცოცხლის შემზღუდავია. ჩივილების თემას ტექსტის დასასრულისკენ უფრო დავაკონკრეტებ.
პანკრეასის ლანგერჰანსი ს კუნძულების ალფა უჯრედები ქმნიან გლუკაგონს. ის აუცილებელია გლუკოზის გასაკონტროლებლად. გლუკაგონი თუ ნორმაზე არ დადგა, ქოლესტერინი არასოდეს არ შემცირდება. გლუკაგონი როცა ნორმაშია, მხოლოდ საჭირო ინსულინი იქმნება. გლუკაგონით იშლება ცხიმი. ის წონის კლების მთავარი გარანტია.
ბეტა უჯრედები ქმნიან ინსულინს . დელტა უჯრედები ქმნიან სომატოსტატინს. პე პე უჯრედები ქმნიან პანკრეასის პოლიპეპტიდს. მისი მიზანი ნაღვლის დინების მართვაა .თუ პანკრეასის პ პ უჯრედები ჯანმრთელად მუშაობს ,არ არსებობს სანაღვლე გზების დაავადებები, ნაღვლის კენჭები და სხვა. პანკრეასის ჯი უჯრედები ქმიან -გასტრინს .ჯასაღი ჯი უჯრედები ნიშნავს————კუჭის სიმჟავის არარსებობას, ლაქტატაციდოზის არარსებობას, შაკიკის შეტევის არარსებობას, კუჭ-ნაწლავის სხვა ბევრი პრობლემის არარსებობას. ეს ახსნა არის პანკრეასის უმოკლესი აღწერა და კიდევ ბევრი ოქროს თვისებების გამოტოვება. მაგრამ, ნებისმიერი არაექიმი იმას მაინც ზუსტად მიხვდება, რომ მუცლის ღრუში ბევრი ორგანო , პანკრეასის დაზიანების ფონზე ფიზიოლოგიურად ვერ იმუშავებს და ადამიანს უამრავი ჩივილი ექნება. არა მარტო მუცლის ღრუში. ამიტომ ვამბობ სულ, რომ პანკრეასი ორგანიზმის რუხი კარდინალია, რომელიც ყველაფერზე ბატონობს .
სომატოსტატინზე —————————— როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ის როგორც ნეიროჰორმონი , თრგუნავს ჭარბ—- ზრდის ჰორმონს . ასევე თრგუნავს გაავებულ კუჭ-ნაწლავის ფერმენტებს და ჭარბ გლუკაგონსაც. სომატოტროპინის, ჰორმონალურ ჭკუაზე მომყვანი , მხოლოდ სომატოსტატინია. ასევე ბლოკავს ინსულინის სიჭარბეს; ამცირებს შარდვას, აფერხებს დოფას და ადრენალინის გამოყოფას. ფაქტიურად , ძლიერი აგზნებების დამთრგუნველია ადრენალინის ბლოკირებით . შესაბამისად ,აჩერებს ადრენალინური მექანიზმის კიბოებს, როგორც წესი სადაც ყოველთვის დაზიანებული ფარისებრის ფონია . ფსიქიკური დაავადება მხოლოდ სომატოსტატინის ფრაქციების დალაგებთ შეიძლება , თანდათან გაუმჯობესდეს და ადამიანი დროთა განმავლობაში ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფსიქიკურ პაციენტს რაც მეტად გამოუსწორებ პანკრეასს, თავისი ყველა ფიზიოლოგიური პანორამით, მით მეტად მოხდება მისი გონების დალაგება. ამის გარანტი კი პანკრეასში შექმნილი სომატოსტატინია. კარგი შედეგისას ჩვენ ხალხს ახასიათებთ ზედმეტად გადაჭარბებული, ემოციური მადლიერების სიტყვები. ნაცნობებს ახსოვთ ერთი ცნობილი მაგალითი, ფსიქიკურად დაავადებულის მძიმე მდგომარეობის. ეს ჩემი პროფილი არ არის. მაგრამ, სრულიად უსახსრო, განწირული ოჯახი სამკურნალოდ ნაბიჯსაც ვერ დგამდა . ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. სასწაული ქმედება მომაწერეს სულ ტყუილად. მხოლოდ, სომატოსტატინის ფრაქციები დავაბალანსე. ის ადამიანი ახლა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმშია. გონიერი ადამიანი თანდათან დარწმუნდება ამ ტექსტებით, რომ სხვა დამზიანებლებთან ერთად, ყველა დაავადების ერთი დიდი ბაზისია პანკრეასის დაზიანება.
ჭარბი ,ზრდის ჰორმონი ანუ სომატოტროპინი იწვევს დიაბეტის პროვოცირებას და სიმსივნეებს. სავსე სათლით რომ ჭამოთ შაქარი ყოველდღე, დიაბეტი მანამ არ დაგემართებათ, სანამ ზრდის ჰორმონი ანუ სომატოტროპინი ნორმის ზევით არ აცდება. სომატოტროპინი არის ზრდის ჰორმონი. ხოლო სომატოსტატინი, ზრდის ინჰიბიტორული ჰორმონი. ანუ სხვადასხვა. აქედან გამომდინარე , არაექიმიც მიხვდება, რომ თუ პანკრეასი ძალიან დაზიანებული არ არის, არასოდეს დიაბეტი არ დაგემართება. როცა ისე დაზიანდება პანკრეასი, რომ სომატოსტატინი აწყვეტილ ზრდის ჰორმონს ანუ სომატოტროპინს ვერ შეაჩერებს, შაქარი მენიუდან სულ ამოღებულიც რომ გქონდეთ, მაინც დიაბეტი დაგემართებათ. ჰიპოფიზს, ეპიფიზს, ჰიპოთალამუსს, სომატოტროპინს ,სომატოსტატინს და კიდევ ასეთ აუცილებელ სასიცოცხლო პარამეტრებს თუ არ გავაკონტროლებთ და მარტო შაქრის დამწევ მედიკამენტს მიიღებთ , ეს ნიშნავს, რომ დიაბეტის მკურნალობასთან საერთო არაფერი არ გაქვს. ანალიზის აღება მხოლოდ ფულის უაზროდ ფანტვაა, თუ მისი გაანალიზების საფუძველზე არ მოხდა მკურნალობა. ანალიზს ყველა კითხულობს, მაგრამ ვინც რეალურად მისი გაანალიზება იცის ,მას მეტი იმედი აქვს ადამიანის მორჩენის. რადგან, ანალიზებიდან ადამიანის ბიოქიმიის დეტალური გააზრება შეიძლება. სომატოსტატინი ახდენს პროლაქტინის ინჰიბირებას. კაცს ყველა დაავადების გამწვავება პროლაქტინის პრობლემის გამო ემართება, უპირველესად კი ——-ქოლესტერინის სიჭარბე, ფარისებრის პრობლემა, სისხლძარღვოვანი და გულის პრობლემები, ლიბიდოს გაქრობა, პოდაგრა, შაკიკი და კიდევ ბევრი რამ. ვაკონკრეტებ გამწვავებას, ხოლო მიზეზები მეტაბოლიზმის მოშლის მთელი პაკეტია. განგაშია საჭირო, კაცს პროლაქტინი ანალიზში, ზედა ზღვარზე რომ დაუჯდება მაშინაც. სომატოსტატინი ჰგავს მედროგეს ,რომელსაც ცხენის აღვირი ხელში უჭირავს და ზომიერი ჭენებისთვის მართავს. ასე მართავს ის პროლაქტინს. რა თქმა უნდა მედროგის ბოსები ამ დროს ——–ეპიფიზი, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსია. პროლაქ ტინი რამდენადაა სომატოსტატინიდან კარგად მართული ანუ რა დონეზეცაა პანკრეასი ჯანმრთელი , ეს მთლიანადაა ასახული მამაკაცის ცხოვრებაზე. ანუ კაცი——–ზრდილობიანი და მოწესრიგებულია თუ ნერვიულად მუდამ აგზნებული ან სექსუალურად გადახრილი. იგივე მექანიზმი ვრცელდება ქალზე , სხვა დამატებითი დეტალებით. ქალის პროლაქტინის პრობლემას ხშირად გავნიხილავ ,ძალიან ვრცელი თემაა და აქ ტექსტი არ დაიტევს. პროლაქტინის პოზიცია, ესაა ქალის მთელი ცხოვრების ხასიათის, ჭირ-ვარამის და ბედნიერების სრული აღწერა. სომატოსტატინი მთ ლიანად მონაწილეობს tsh ის გამოყოფასა და რეგულაციაში. ამიტომ ქვია ს ომატოსტატინს —ზრდის ინჰიბიტორული ჰორმონი. კერძოდ, წინა ჰიპოფიზში აჩერებს ზრდის ჰორმონის ანუ სომატოტროპინის და ასევე ფარისებრის მასტიმულირებელი ჰორმონის ჭარბ გამოყოფას. ეს ნიშნავს ბევრი უმძიმესი დაავადების, მათ შორის, ჩიყვის შეჩერებას; კიბოს შეჩერებას, მძიმე დაავადებების მორჩენას. მაგრამ, ამას სომატოსტატინი აკეთებს ჯერ კიდევ მოფუნქციონირე პანკრეასის ფონზე . ამიტომ, სიმსივნის ნიშნები როცა აქვს ადამიანს, უპირველესად პანკრეასს და ღვიძლს უნდა შველა. ხან ბიოქიმიი თაც ვერ ხდება პანკრეასის შეფასება და ეს იმას არ ნიშნავს ვთქვათ——–პანკრეასი ჯანმრთელიაო. რაც სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ხშირად ხდება . ეს არის ადამიანთა ცხოვრების და მედიცინის დიდი უბედურების სათავე ———–პანკრეასის სტატუსის სწორი შეფასება, ძალიან ხშირად რომ ვერ ხდება. რამდენიმეჯერ ავღნიშნე, საინტერესო სასიცოცხლო დეტალის შესახებ. ძალიან ძველი წარმოდგენაა პანკრეასის ავადობის სტატუსი შეფასდეს მარტო მისი ფერმენტებით . მსოფლიო მედიცინის დოგმაა და ამას მცოდნე ექიმებიც თავის პრაქტიკაში ხედავენ————-მწვავე პანკრეატიტის ან პანკრეასის მეორადად გამწვავების ფონზე, 80 პროცენტში არ იცვლება პანკრეასის ფერმენტების მოცემულობა. უხშირეს შემთხვევებში ისინი ნორმაში რჩებიან. ეს ხშირად ყოფილა პანკრეასის არასწორი შეფასების საფუძველი. პანკრეასი ს ფერმენტები უფრო მეტად სიმსივნეების დროს იცვლებიან ანალიზურად. ეს არაექიმსაც დააფიქრებს პანკრეასის დიდ მონაწილეობაზე , ნებისმიერი კიბოს დროს. პანკრეასი ყველაფერშია ჩართული. გრიპის ან სხვა ძლიერი ვირუსის დროს, რომ გამცივნებთ და კბილებს ურტყამთ ერთმანეთზე , ეს ვირუსის სიმპტომი კი არა, არამედ თანარსებული მეორადი პანკრეატიტია.
ჯანმრთელი პანკრეასი აჩერებს ინსულინის და შაქრის ჭარბ გამოყოფას. არაექიმიც გამოიტანს დასკვნას , რომ პანკრეასის უჯრედების გარეშე, ორგანიზმში არაფერი მნიშვნელოვანი ვერ მო ხდება. სომატოსტატინი ჩარეულია ყველა ნეიროტრანსმიტერის წარმოშობაში და მუშაობაში თავისი ფუნქციებით. არ არსებობს და წარმოუდგენელია ექიმისთვის , ნებისმიერი დაავადება ფიზიოლოგიურად რეტროსპექტიულად აღიქვას , თუ სომატოსტატინის ჭრილში არ გაატარებს მას. კუჭ-ნაწლავის მუშაობა მოშლილია სომატოსტატინის ფუნქციების დარღვევის დროს. სხვადასხვა დაავადების ან სინდრომის დროს , ბევრი პარამეტრის დარღვევაა ჩართული, მაგრამ, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სამეცნიერო დაკვირვებებით და დასკვნებით, ფუნქციურად ———— ეპილეფსიის შეტევა, პარკისონი და დემენცია, მთლიანად უკავშირდება სომატოსტატინს . სომატოსტატინი ხასიათდება ანტინეოპლასტური ფუნქციით ანუ—————-აჩერებს კიბოს და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კიბოს დროს . მისი სტადიების დარეგულირება, მისი ქვემდებარე ბიოქიმიური რეაციების გამოსწორება, კიბოს შეჩერების დიდი გარანტია. სომატოსტატინი წარმოადგენს, როგორც პანკრეასის, ისე კუჭ-ნაწლავის და ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-ეპიფიზის ჰორმონს. სომატოსტატინი ბატონობს კუჭ-ნაწლავზე, მის ფერმენტებზე, ნაღვლის დინების დინამიკაზე. კუჭ—-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებები ს მკურნალობა, მთლიანად მისი ფრაქციების გამოსწორებაზე აქცენტირებულად უნდა წარიმართოს ,შედეგიანი რომ დარჩეს. პანკრეასის ან ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავის მორჩენაზე , რომ ფიქრობს ექიმი დანიშნულების შედგენისას, ის აზროვნებს იმ მედიკამენტებზე, რომლებიც სომატოსტატინს დაარეგულირებენ. სომატოსტატინი ანელებს გაავებული ჰორმონების მავნეობებს ღვიძლზე, კუჭ-ნაწლავზე და სისხლძარღვებზე. ის საკვებიდან ზედმეტი შაქრის ა ღებას ზღუდავს. თუ დაქვეითებულია სომატოსტატინი , მაშინ კუჭ-ნაწლავი მძიმედ მოშლილია და დიდხანს ვერ მორჩება, თუნდაც გონიერი მკურნალობით. რადგან ,ამ დროს პანკრეასის ფერმენტები, თითქმის, დამბლავდებიან; ამინომჟავების ბალანსი სრულად დარღვეულია და დეენემი დაზიანებულია. ამ პარამეტრების დაახლოებით მდგომარეობას, გამოცდილი ექიმი უკვე იაზრებს ანალიზების გარეშეც, როცა მას პაციენტი ანამნეზს უყვება. ვისაც ჩემი დანიშნულებები უნახია, ის ახლა მიხვდება, რატომ არის იქ პანკრეასზე და ღვიძლზე მკურნალობის სტრატეგიები, თუნდაც ფილტვებზე მკურნალობისას. მითუმეტეს , მუცლის ღრუს დაავადებებზე. ფილტვის ვერცერთ დაავადებას ვერ მოარჩენ სრულყოფილად, მითუმეტეს ასთმას, ფილტვების ანთებას, ბრონქოსპაზმს და სხვას , თუ პანკრეასის ჰორმონის ——ცენტროპნეინის ყველა მონაცემი, როგორც იტყვიან, ხელისგულზე არ გიდევს და მასზე არ აზროვნებ.
ინსულინის ფუნქციაა ასევე ——————ლიპოკაინის სინთეზი. ლიპოკაინის მოშლის გარეშე ღვიძლი არ გაცხიმოვნდება . ის მთავარი მაკონტროლებელია ღვიძლის უჯრედების———ჰეპატოციტების.
ინსულინი ზღუდავს ღვიძლიდან ზედმეტი შაქრის გამოდევნას და ღვიძლს ენერგიას უნარჩუნებს . ის კრიტიკულ უჟანგბადო პათოლოგიურ ვითარებაში გლიკოლიზის ფერმენტებს ამოქმედებს და შაქარს ჟანგავს უჟანგბადო არეში—სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ინსულინი იცავს უჯრედის მემბრანას . გლუკოზას ინახავს გლიკოგენის სახით . გლიკოგენი და გლუკაგონი სხვადასხვაა. ბევრი ინსულნის გამოყოფით პანკრეასი თანდათან იფიტება. პანკრეასის უჯრედები სომატოსტატინს და სხვა ასეთ სასწაულმოქმედ ჰორმონებს ვეღარ გამოყოფს ან ნაკლებად ქმნის. შესაბამისად ,ეს შემცირებული ან დასუსტებული ჰორმონები ვეღარ ახდენენ სხვა ჰორმონების დაბალანსებას. სომატოსტატინს ძალა აღარ ყოფნის დარღვეული ბალანსისგან გაავებული და ამ ფონზე სიჭარბისკენ მიდრეკილი სომატოტროპინის შესაკავებლად. ბოლოს ინსულინის გამოყოფა შემცირება , შაქარი მოიმატებს და ღიად გამოიკვეთება დიაბეტი. რა თქმა უნდა ამ დროს სომატოტროპინი უკვე ნორმის ზევითაა.
პანკრეასს კიდევ ბევრი ჰორმონი აქვს , რაც რამდენიმეჯერ განხილული მაქვს სხვადასხვა თემებში დეტალურად . მისი ჰორმონია ასევე ——-ცენტროპნეინი. მისი გრანდიოზული მნიშვნელობიდან გამომდინარე მოკლედ მაინც ვიტყვი . როცა ის ნორმაა ,მაშინ არ არის—————–ასთმური ბრონქიტი, ასთმა, ფილტვების ანთება ,ბრონქოსპაზმი, ფილტვის ფიბროზი, ბრონქიტი, ღვიძლის დაავადებები, კაცის ლიბიდოს დაქვეითება და სხვა. ცენტროპნეინი ცილაა ბევრი სასწაული ფუნქციით. ფილტვის ფიბროზის გაწოვის დროს, ასთმის ან ბრონქოსპაზმის ან ფილტვის ანთების მკურნალობის დროს, რამდენიმე გამოკვეთილ პარამეტრს განსაკუთრებით ვმეთვალყურეობთ. ეს უპირველესად ეხება —-ალფა 1ანტიტრიფსინს და ცენტროპნეინს. ანალიზიც რომ არ გვქონდეს, ყველა გამოცდილი ექიმი ჩივილებზეც კი ხვდება მათ მდგომარეობას.
ჰომა ინდექსი—————ანუ ინსულინრეზისტენტობის ინდექსი. ბავშვებსაც კი ამ ეპოქაში მოშლილი აქვთ და ხშირ შემთხვევაში მშობლებს ამაზე ცნობადობა და განმარტება არა აქვთ. ჰომა ინდექსი არის ინსულინრეზისტენტობის ჯამური აღწერა. ის არის დღეს ერთ-ერთი აუცილებელი ანალიზი ძალიან ბევრ შემთხვევაში. თუ ანალიზი ინსულინრეზისტენტონის ნორმას გიჩვენებს, მაგრამ ჰომა ინდექსი გადახრილია, ეს უფრო მტკიცე დასტურია. ჰომაინდექსით არკვევ ინსულინრეზისტენტობას. ჰომათ აფასებ საკვერცხის კიბოს რისკს. ჰომას გადახრასთან ბევრი დაავადება ა ჩასაფრებული . მისი ცდომის დროს , მეტაბოლიზმი კრიტიკულად დაზიანებულია. ჰომას ანალიზი აუცილებელია, განსაკუთრებით, ამ დროს—————-რაქიტი ბავშვებში, ფარისებრის პრობლემები, სიმსუქნე, პოდაგრა, შაკიკი, პოლიკისტოზური საკვერცხე, ჰორმონული დაღვევები, დეპრესია, კუჭ-ნაწლავის დაზიანება, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემები დ ა სხვა. თქვენს ნაცნობებში რამდენი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილა საკვერცხის კიბოთ. ყველას სიცოცხლე შეიძლებოდა, ამ პარამეტრის დროული განსაზღვრა, ბოლომდე აღქმა და შესაბამისი დახმარება რომ ჰქონოდა.
რატომ ვსაზღვრავთ ცე პეპტიდს? ————–ჰიპოგლიკემიის მიზეზის დადგენისთვის ; ინსულინის შექმნის ხარისხი რომ ავღწეროთ; ინსულინის მარაგი რომ შევაფასოდ; პანკრეასის უჯრედების მუშაობა რომ გავაკონტროლოთ. ცე პეპტიდი ამინომჟავების ჯაჭვია . ის სისხლში არ გამოდის მანამ, სანამ პანკრეასი ინსულინს არ გამოყოფს. პანკრეასი ჯერ გამოყოფს პროინსულინს ანუ სუსტ მოლეკულას. ის დაიშლება-ინსულინად და ცე პეპტიდად. ანუ ცე პეპტიდი ინსულინის ნაწილია . ის ჩამოტყდება ინსულინს ბიოქიმიურ რეაქციაში აქტიური ჩართვის წინ. ის შედგება 40 მდე ამინომჟავისგან. სანამ ცე პეპტიდი ჩამოძვრება, მანამ ინსულინი აქტიურ ბიოქიმიურ ქმედებებს ვერ იწყებს. ცე პეპტიდით ვადგენთ ———ჭარბია თუ არა ინსულინი. ცე პეპტიდი რომ გადახრილია, მეტაბოლიზმი უკვე ბოლომდე აქვს დაზიანებული ადამიანს. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა ბავშვთა ასაკშიც, ამ ანალიზის და ჰომა ინდექსის დარღვევის. ძალიან მაწუხებს ის, რომ ამაზე მშობლების დიდ რეაქციებს და შესაბამისი მკურნალობით გამოხატულ ადექვატურ მოქმედებებს, ხშირ შემთხვევაში ვერ ვხედავ. აქ 40 პროცენტში ფარული დიაბეტის ფონი მზადდება. ამ დროს უკვე ისევე იწამლება ორგანიზმი, როგორც გამოვლინებული და ვერმართული დიაბეტის დროს. დიაბეტის მართვა არ არის მხოლოდ შაქრის დამწევი წამლები. მხოლოდ შაქრის დამწევი წამლებით მკურნალობა, ეს არის ფიზიოლოგიური ძიუდო. ანუ მიზეზის კომპენსირებას არ ახდენ, ეჭიდავები შაქრის დაბალ ციფრამდე ჩამოსვლას. ისევე როგორც ,მაგალითად, წნევის დროს. წნევის კომპენსირება კარგია და აუცილებელია, მაგრამ მკურნალობაა საჭირო იმ მექანიზმების, რაც წნევას მაღლა წევს. ასეთი პრინციპი შეცდომაა ყველა დაავადების მკურნალობის დროს. ჩივილები კი არ უნდა მივმალოთ. ის დარღვეული მექანიზმები უნდა გამოვასწოროთ, რამაც ჩივილები გამოიწვია. ამიტომ, არ შეიძლება და დამზიანებელია თვითმკურნალობა. მითუმეტეს, ვიღაცისგან გადაწერილი ან მოსმენილი წამლებით.
გ ადახრილი ცე პეპტიდის დროს, კეტონური სხეულები ისე წამლავენ ორგანიზმს ,როგორც გამოვლინებული დიაბეტის დროს. ყოველი ღიად გამოხატული ჩივილი——თავის ტკივილი, წნევის აწევა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაჭიმულობა და სხვა ——– არის ტოქსინური შხამისგან ფიზიოლოგიური დისკომფორტის გამოხატულება . ტყუილად არაფერი არ აგტკივდება. მის ქვევით იმ მომენტში ათასობით გაუკუღმართებული ფიზიოლოგიური რეაქცია მიდის. განადგურების გზაზე დამდგარი ორგანიზმის გაჭირვება გამაყუჩებლით არ უნდა დაავიწყო ტვინს. არამედ ,ის მექანიზმები უნდა განეიტრალდეს, რაც ამ ტოქსინემიას იწვევენ და გამოხატავენ ან თავის ტკივილით ან კუჭის მომენტალური აშლით ან შაქრის აწევით ან წნევის აწევით ან სხვა. ეს ჩივილები დროებით კომპენსატორულია და სიცოცხლის დროებით გათრევას ემსახურება. მაგრამ , გამომწვევი მექანიზმები თუ არ დასტაბილდა, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიზღუდება. მაგალითად, უეცარი კუჭის აშლით, ადამიანი დროებით გაიწმინდება უამრავი გადახრილი ლეიკოტრიენისგან , რაც წამლავს მის ორგანიზმს. მაგრამ, სეროტონინის სინდრომის ეს გამოხატულება, მიგანიშნებს რომ საბაზისო პრობლემები სიცოცხლისათვის აუცილებლად მოსარჩენია.
ცე პეპტიდი ინსულინის სარკეა. მისი რაოდენობა ინსულინის პროპორციულია . ცე პეპტიდის გრძელდსიტანციური გადახრა , უფრო მკვეთრი დასტურია მეტაბოლიზმის მოშლის და დიაბეტის ვიდრე ინსულინი. ძილიანობა და მოდუნება თუ გაქვთ ინსულინის ანალიზზე მეტად , ცე პეპტიდს ჩაეჭიდეთ. რადგან ,ინსულინი გამოვლინებაში მერყეობს. ცე პეპტიდით რეალურად ვადგენთ —————-როგორ მუშაობს ინსულინი . ასევე ვადგენთ მუშა ინსულინის მარაგს და პანკრეასის უჯრედების მუშაობის ხარისხს. ცე პეპტიდი გადახრილია? ———-პანკრეასი დაზიანებულია. პანკრეასის ზიანის დასადასტურებლად, მედიცინის თანამედროვე მაჯისცემას ორი საუკუნით ჩამორჩენილები იყენებენ———- მხოლოდ სარტყელისებური ტკივილის ფენომენს. პანკრეასის კიბოების 60 პროცენტი ჩანს ექოსკოპიაზე . პაკნკრეასი მეტაბოლიზმით ფასდება. რადგან, მასში და ღვიძლში მუდმივად ასიათასობით ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარებს .ცე პეპტიდი ამინომჟავების სასიცოცხლო ჯაჭვის მთავარი ნაწილია. მისი შეცვლა ამინომჟავების ჯაჭვის დაზიანებაა და დასტური , რომ პანკრეასი და ღვიძლი ჯანმრთელობასთან დამშვიდობებას იწყებენ . შეგახსენებთ, რომ პანკრეასის ლამგერჰანსის კუნძულების დელტა უჯრედები ქმნიან, სასიცოცხლოდ სასწაული ფუნქციების მქონე სომატოსტატინს , რომლის ფრაქციულ ნორმაში ყოფნა ყველაზე მეტად ერკინება და ხშირად უკან ახევინებს სიმსივნეებს. ანუ არაფერი მნიშვნელოვანი ორგანიზმში არ ხდება , თუ ფარდის უკან პანკრეასი არ დგას და ფარდის წინ მასზე დაყრდნობილი ორგანო———-ღვიძლი.
ეს ყველაფერი გამოვლენილი თუ გამოუვლინებელი დიაბეტის პანორამაა ან მასთან ასოცირებული მეტაბოლიზმის მოშლის სხვა მხარე. მეტაბოლური მოშლა ადრე თუ ძალიან გვიან , მაინც დიაბეტის დიაგნოზში იყრის თავს. რადგან , შაქარი სულიერი და ფიზიკური ენერგეტიკული წყაროა. მეტაბოლიზმს კი სულიერი და ფიზიკური ენერგეტიკა ამოძრავებს. შაქრის პირდაპირი ფუნქციაა——-შხამების განეიტრალება ღვიძლის ამუშავებით და მისი გზით გამოდევნა ორგანიზმიდან; სწორად მართული შაქარი მართავს და აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს ;გულის სწორ მუშაობას და ღვიძლის მიერ ტოქსინების გამანეიტრალებელ ფუნქციას შაქარი აკეთებს ; დეზინტოქსიკაცია შაქრის გარეშე არ ხდება. მეტაბოლიზმი უშაქროდ მკვდარია. სწორი და ჯანსაღი მეტაბოლიზმის საფუძველია შაქრის სწორი დაჟანგვა და ცვლა.
დიაბეტიანის სიცოცხლე დამსხვრეულ ბროლის ვაზას ჰგავს , რომლის ზუსტად შეწებება შესაძლებელია , გონიერი ექიმის და პროგრესული პაციენტის მიერ, მაგრამ უნაკლოდ აღდგენა———არა. დიაბეტის საწყისი მიზეზი დაზიანებულ ჰიპოფიზ-ეპიფიზ-ჰიპოთალამუსშია. ანუ ფსიქიკის , მენტალობის და ცნობიერების მაკონტროლებელ ორგანოებში. ეპიფიზი არის ზღუდე, რომელიც მატერიალურ და სულიერ სამყაროს აკავშირებს. მატერიალური მიზეზი ყოველთვის მორჩება. სულიერი ბზარი ბოლომდე არასოდეს შეხორცდება. დიაბეტი არის მეტაბოლური მოშლის გვირგვინი, რომელიც ჯამია———– ყველა იმ ფსიქოლოგიური გულისტკენის, სულიერი წუხილის თუ გადატანილი განცდის ,რომელიც ამ ადამიანმა სხვა სულიერად დაბალი ღირებულების ადამიანებისგან სტრესის სახით მიიღო ცხოვრების მანძილზე და ფსიქიკურ ბზარად დაუმკვიდრდა სამუდამოდ .
2——თუ ეზო გაქვთ აუცილებლად მოაშენეთ ერთი ბუჩქი მაინც—-გინკობილობას .ის იშორებს და ფანტავს იმ არეალიდან——–მძიმე მეტალებს, ტოქსინებს, რადიაციას, უარყოფით ველებს, მიკრობებს . ყვითელფოთოლა ბუჩქი ხეა . თავისითაც ამოდის ეკლესიის ეზოებში. მისი არსებობა მილიონ წლებს ითვლის . ყველა ქვეყნის , ყველა საუკუნის მედიცინა შესწავლილი და გაანალიზებული მაქვს. ჩინური მედიცინა ამ ბუჩქს თითქმის აღმერთებს, ისეთ დიდ პატივს მიაგებს და ბევრ საოცარ მაგალითებს აღწერს. ჩინურ მედიცინაში მას ცხოვრების გასახანგრძლივებელ ხეს უწოდებენ . უძველესი წყაროებიც გვამცნობს და მეოცე საუკუნემ ცხადყო, რომ მხოლოდ ის იყო ერთადერთი ხის ჯიში ,რომელიც ნებისმიერი დაბომბვის და ქიმური მოწამვლის შემდეგ უვნებელად დარჩა. უხარვეზოდ გადარჩა. რადიციულ გამოსხივებებს სრულიად იგერიებს. მის ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფს .ის სუპერბიოფლავონოდია . მის ირგვლივ ყველაფერი სუფთა და სიცოცლხის წყაროა. მის ჩრდილში ჟანგბადის პლანეტაზე ხართ. უარყოფითი ველებისგანაც დაცული ხართ. მის ახლოს მყოფ ადამიანშიც ცდილობს ტოქსინების გარკვეულეწილად განეიტრალებას . ხოლო მის არეალში ყოფნა ნიშნავს, რადიაციის გან და ყველა ტოქსინისგან იზოლირებას.
3—–თუ გაციებული არ ხართ და ხმა ჩაიხლიჩება, ლარინგოლოგთან ყელის სიმსივნური პროცესი გამორიცხეთ. ასევე ჩიყვის რომელიმე ფორმა ც გამორიცხეთ . შემდეგ გამორიცხეთ ის, რისი დიფერენციაცია იშვიათად ან სულ არ ხდება ჩვენს რეალობაში ამ დროს და ამის გამო უამრავი პრობლემა წამოიწევს წინ თანდათან. ამ შემთხვევაში კი ეს მიზეზია სწორედ უხშირესი———ლარინგეალურ ნერვზე გადიდებული წინაგულის დაწოლა. კარდიოექოსკოპია გააკეთეთ და დასკვნა გარდა კარდეოლოგისა თერაპიული პროფილის ექიმს აჩვენეთ. რადგან, მეორესთვის უფრო სასწრაფო და მნიშვნელოვანი შეიძლევა დარჩეს ეს მონაცემები.
4——მანგანუმზე , რეკომენდაციებში რამდენიმეჯერ ვისაუბრე , მაგრამ ჩვენს მედიცინაში მასზე აქცენტების გამახვილება ნამდვილად არ არის. ნებისმიერ დავაადებით დაავადებულ პაციენტს დეტალურად ვუმოწმებ მის ცვლას დანიშნულების შედგენამდე . სახსრის მკურნალობის დროს, მისი გაანალიზების გარეშე შედეგი არ მიიღწევა .ის შარდოვანას წარმოქმნის და ექიმიც არ სჭირდება იმის აღქმას, თუ რა მნიშვნელოვანია საშარდე სისტემის დაავადებების დროს მისი ცვლის კონტროლი . ფარისებრი ჯირკვლის მეთვალყურეობა წარმოუდგენელია მის გარეშე. რადგან, ის დიდ როლშია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნაში. მისი მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე ფარისებრის ჰორმონების წარმოქმნა და ბიოქიმიური ტრანზიტი ვერ მოხდება. ჩიყვს ვერ მართავ სწორად და შედეგიანად, თუ მანგანუმს არ დააკვირდები. ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო ამერიკულ და ევროპულ კომბინირებულ პრეპარატებში ყოველთვის მისი შემცველობაა. სრულფასოვან დანიშნულებით ჩიყვით დაავადებული არ არის მხოლოდ ელ თიროქსინზე შემჯდარი. რადგან, მის ბოლომდე ფიზიოლოგიურ ტრანზიტს სხვადასხვა ნივთიერებები ესაჭიროება. საუკეთესო ექიმები, რომელთა ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს, არასოდეს დატოვებენ თიროქსინს შიშვლად, მისი, რეაქციებში ბალანსირებულად ჩამრთველების გარეშე. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი, უშედეგო მაგალითებიც ხშირია.
მანგანუმი მნიშვნელოვნად მონაწილეობს სასქესო ჰორმონების წარმოქმნაში. ასევე მელანინის და დოფამინის ანუ სასიცოცხლო სტიმულატორების შექმნაში. დოფამინის წარმოქმნაში ბიოქიმიური მონაწილეობა ნიშნავს, სიცოცხლის გახანგრძლივებაში მთავარ როლს. მნიშვნელოვან ქიმიურ ბმებშია მელანინთან დაკავშირებით . აქედან გამომდინარე , კანის დაავადებების და ასევე, ეგზემის, ფსორიაზის , ვიტილიგოს დროს მის სასიცოცხლო მნიშვნელობას, ბევრჯერ სხვა რეკომენდაციებში ამიტომ გავუსვი ხაზი . სისხლის შედედების მოშლაში ერთი დიდი მ იზეზია მანგანუმის დეფიციტი. მისი ცვლის მოშლის ,დეფიციტის ან სიჭარბის გამო გამოიხატება შემდეგი მდგომარეობები————თმის ცვენა, სახსრების დაავადება , ზრდის შენელება და სიდაბლის გამოკვეთა ;ნეიროტრანსმიტერების მოშლა , შფოთვა და სხვა . მანგანუმის ბალანსის დაცვა უკიდურესად სასიცოცხლოა. ამის დასტურია ის ამერიკული, ნატურალური, ვეგანური მედიკამენტები, რომლებიც სომატოსტატინის და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის გადახრისა ს გამოიყენებიან ანუ კიბოს და კიბოს წინარე დაავადებების და ქრონიკული დაავადებების დროს და როგორც წესი შეიცავენ მანგანუმს. ფსიქოლოგიური და ოქსიდაციური სტრესის გარეშე არცერთი დაავადება არ იწყება. ეს უმაღლესი კლასიკური ევროპული და ამერიკული მედიცინის ბევრი ცდებით და სამეცნიერო გამოკვლევებით დადასტურებულია. თითოეული პაციენტის მკურნალობის დროს, ამ რეალობას ანამნეზი გვიმტკიცებს . ოქსიდაციური სტრესის ფონზეა, ყველა ქრონიკული და სიცოცხლის შემზღუდველი დაავადებები . ოქსიდაციური სტრესის გამანეიტრალებელი კომპლექსები ან მაღალი დონის სამკურნალო სტრატეგიები, როგორც წესი მანგანუმის ცვლის შესწავლას შეიცავენ. ოქსიდაციური სტრესის გამანეიტრალებელი კომპლექსებით ან მისი შემადგენლების ცალკე რეგულირებით ,ადამიანს ვიცავთ კიბოგან ან მძიმე დაავადების დროს მოსალოდნელი გართულებებისგან ან ჯანმრთელობის რეალურ პროფილაქტიკას ვაკეთებთ. ოქსიდაციურ სტრესზე სხვა სტატიაში დეტალურად ვისაუბრე. ძალიან მოკლედ გაგახსენებთ. ოქსიდაციური სტრესი ეს არის —–თავისუფალი, კიბოს რადიკალების სიჭარბე ორგანიზმში. რაც მეტი გაქვთ ოქსიდაციური სტრესი, მით მეტი გაქვთ დაზიანებული უჯრედები ორგანოებში. ამ ტიპის სტრესის გავლენით გროვდება, კარცინოიდული, დამპალი ენდოკრინული უჯრედები, რომლებიც კიბოს ბაზისებია. ოქსიდაციურ სტრესს ანეიტრალებს ის ნივთიერებები, რომლებიც ჭარბად არიან ჯანმრთელ ღვიძლში. ჭარბი ოქსიდაციური სტრესის დროს——-ადამიანი ადრე ბერდება; დეენემი იშლება; ღეროვანი, სასიცოცხლო უჯრედები ყოველდღე მცირდება; ცილები სწრაფად იშლება; მიტოქონდრიებში ენერგიის შემქმნელი პროცესები ირღვევა. ოქსიდაციური სტრესი თუ არ არის, მაშინ არ იქნება—— სიმსუქნე, ზედმეტი სიგამხდრე, დიაბეტი, ეგზემა, პოდაგრა, ფილტვების ფიბროზი და სხვა ამ სისტემის დაავადებები, ასთმა, შაკიკი, ქრონიკული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის და სახსრების დაავადებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები და სხვა. არცერთი , ოქსიდაციური სტრესის მედიკამენტოზური კომპლექსი არ არსებობს მანგანუმის შემცველობის გარეშე . მანგანუმის დამაბალანსებელ კომპონენტებზე აზროვნება და მათი რაოდენობის კვლევა, ნებისმიერი მცოდნე ექიმის სამუშაოს შემადგენელია. მანგანუმის ბალანსის გარეშე ვერ გააქტიურდება ის ფერმენტები ,რომლებიც სახსრების დაავადებებს სასიცოცხლოდ შველიან. ასევე ვერ გააქტიურდება ანტინეოპლასტიკური ფერმენტები ანუ ისინი რომლებიც კიბოს დაწყებას აფერხებენ. მანგანური ნორმაში ვერ იქნება , თუ არ ვარეგულირებთ ამინომჟავა ჰისტიდინი ს ცვლას . ეს კლასიკური მედიცინის დოგმაა. მანგანუმი ადექვატურად არ შეიწოვება ,თუ სპილინძის სიჭარბე გაქვთ, რაც ხშირია ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის პრობლემის დროს . სამწუხაროდ, ბევრ ცე ჰეპატიტიანს, თუნდაც პროგრამაგამოვლილს, ასევე ნაღვლის ბუტით და ღვიძლით დაავადებულს სპილენზის სიჭარბე აქვს და ეს ღვიძლს ლატენტურად, ნელა შლის. ასევე ფართოდ უღებს კარებს ფარისებრის დაზიანებას და ჩიყვის დამართებას. მცირე სიჭარბე სპილენძის, თითქმის, ისევე აზიანებს ღვიძლს, როგორც უილსონის დაავადება, როცა სპილენძის პიკია ღვიძლში. მაგრამ, მცირე სიჭარბის დროს ეს ნელა ხდება. სპილინძით ინტოქსიკაციაზე ცალკე სტატიაში ვისაუბრე . გარკვეული ხარისხით ეს ყველას აქვს ,ვისაც ერთხელაც კი ვენახი ან ბოსტანი შეუწამლავს დამცავი ეკიპირების გარეშე. მანგანუმი არ შეიწოვება აგრეთვე , კალციუმის სიჭარბის დროსაც. კალციუმის სიჭარბე ცნობილი, ყველაზე ხშირი პარანეოპლასტიკური ანუ კიბოსწინარე სინდრომია. ყველა კიბოთ დაავადებულს ამიტომ აქვს მანგანუმის ცვლის მოშლა. მანგანუმის ცვლის დარეგულირების გარეშე, კიბო კეთილთვისებიანი ვერ გახდება. რადგან , მანგანუმის მოშლილი ცვლა გულიხმობს, ფარისებრის მოშლილ სისტემას, შესაბამისად ჰიპოფიზის , ეპიფიზის და ჰიპოთალამუსის დაზიანებას, ამიმოჟავების მოშლით და ბევრი ფერმენტის დაზიანებას . რომელთა შორის ყველაზე დამზიანებელია ბიოქიმიურად დამახიჯებული თიროზინკინაზა.
სახსრის ნებისმიერი ანთების ,მითუმეტეს ,რევმატიული პროცესის მართვა სიბრმავეა, მანგანუმის ცვლის დაკვირვების გარეშე. მითუმეტეს ჩიყვის მართვა. ისპანახის გაცხელება , რაზეც რეკომენდაციებში ვამბობ, ამიტომ არ შეიძლება. მაშინ მანგანუმის რაოდენობა ნორმაზე მეტად იმატებს და ეს დამზიანებელია . რადგან ჭარბადაა ისპანახში, ამიტომ არ შეიძლება ისპანახის რეგულარულად ყოველდღე მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ისპანახი ერთ -ერთი სიცოცხლის ელექსირია, თავისი შემცველობით. ყველაზე მეტად მოცვი არეგულირებს მანგანუმის ბალანსს, სიჭარბესაც და ნაკლებობასაც. თუ ნაკლებობა გაქვთ, საშუალო რაოდენობით მანგანუმი არის–ამ პროდუქტებში——-შვრია, ბრინჯი, ჭვავი, ბროკოლი, ბადრიჯანი, ბარდა, ლობიო, სოიო, სელი, თხილეული. ისპანახივით—- მანგანუმი , დიდი რაოდენობით არის მწვანე ლობიოში. ამიტომაცაა მწვანე ლობიო დიაბეტის გამორჩეული მკურნალი. რადგან, მანგანუმი პანკრეასის ფერმენტებს ააქტიურებს. ადამიანს ასუსტებს სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის ნაკლებობა. მაგრამ, სიმსივნეებს და მძიმე დაავადებეს იწვევს მათი სიჭარბე. ამიტომ, მკურნალობის მთავარი მიზანი მათი ცვლების დაბალანსებაა ექიმის მიერ. სიტყვა დანამატი კნინობითი დონით შემოვიდა დღევანდელ ცნობიერებაში. დანამატი მაშინ არის რომელიმე ვეგანური მედიკამენტი, თუ ის ნამდვილად აკლია ადამიანს. ხოლო ,თუ მისი პათოლოგიური მომატება აქვს, დანამატი სიცოცხლის შემზღუდველი იქნება. ბიოქიმია არის განხრა, რომელზედაცაა დაყრდნობილი აკადემიური მედიცინა. მკურნალობა სასიცოცხლო მაშინ არის, თუ ის იწყება ორგანული ბიოქიმიური პანორამის შეფასებით და მისი ბალანსისკენ მიმართული მედიკამენტების სწორი კომბინაციის დანიშვნით. მე ვსაუბრობდი მანგანუმზე და არა ——-მაგნიუმზე.
5-სიმჟავის პიკურ აწევას ლაქტატაციდოზის მექანიზმი აქვს ; გულის წასვლას ბევრი მიზეზი აქვს; ბრონქოსპაზმის და ალერგიის ძირითადი მიზეზი გადახრილი ცისტეინური ლეიკოტრიენების ღვიძლში დაგროვებაა, მაგრამ————სტატისტიკურად , აკადემიურ მედიცინაში, ბოლო მწვავე მომენტში, ამ სამი ფაქტორის მთავარ და ყველაზე ხშირ მაპროვოცირებლად ითვლება სტრონგილიოდები .თითქმის, არ არსებობს ამ სამი ფენომენის ძლიერად და სწრაფად განვითარება ჭარბი სტრონგილოიდების გარეშე. ამ დროს მათი ან გამრავლებაა ან თავად ავადმყოფობენ. დადატურებულია კლასიკურ მედიციაში, როცა ეს სინდრომები აგრესიული და დაუმორჩილებელი ხდება, შეიძლება, ფონურად, ეს პარაზიტები სიმსივნით ავადობდნენ. ანუ თუ ამ პარაზიტს თავად აქვს კიბო, მაშინ პერიოდული- ბრონქოსპაზის ან ასთმის შეტევა ან სიმჟავის ძლიერი აწევა ამის გამო მეორდებოდეს. ამიტომ არის აუცილებელი დაავადების ზუსტი მიზეზის დადგენა. ყველაფრის გამოსწორება და დარეგულირება შეიძლება. ოღონდ, ამისთვის მიზეზი ზუსტად უნდა ვიცოდეთ. ესაა ექიმის მთავარი ფუნქცია. ხოლო ბრონქოსპაზმის შეტევის მოხსნას, ჩვენს პირობებში, ექთნებიც წარმატებით ართმევენ თავს მარტოც .
6——-გამორიცხულია ვიტამინების——-ბე 8 ის და ბე 4 ის განსაკუთრებული დარღვევის გარეშე ეს დაავადებები——–დეპრესია, პოდაგრა, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები, კიბო, სიმსუქნე, სეროტონინის სინდრომის ნებისმიერი სახის გამოვლინება ,ქოლესტერინის სიჭარბე, ჰორმონული მოშლა, ფარისებრის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რაქიტი,ყველა გამოვლინება მეტაბოლიზმის მოშლის, დიაბეტი და სხვა. ასევე ,გულის და ტვინის ნებისმიერი პათოლოგია. რადგან, გულს და ტვინს ,კონტროლს ეს ორი ვიტამინი უკეთებს ყველაზე მეტად. ბე4—–ნერვული უჯრედის ხერხემალია. ბე 8 ის ცვლის აღდგენის გარეშე , ჰორმონებზე მკურნალობა უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. რადგან ,ის ჰორმონების მაკონტროლებელია და მათი ბაზისია. დეპრესიის დროს ბოლომდე დაცემულია 50 მდე ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება მათ შორის ბე 8. მასზე სტატიაში ანუ ბე8 ზე ანუ ინოზიტოლზე ვრცლად ვისაუბრე. ინსულინრეზისტენტობა არასოდეს გამოსწორდება ბე 8ის ბოლომდე დაბალანსების და მისი ცვლის ყველა დეტალის გამოსწორების გარეშე. მსუქანი ვერ იკლებს, მუცელი დიდი ა რამდენიმე ფაქტორის გამო , რასაც ხშირად განვიხილავ, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ბ ე8 ის და ბე 4ის მოშლაა. რომელთა დისბალანსი იწვევს ზუსტად ,მეტაბოლიზმის მაკონტროლებელი ამინომჟავების დაზიანებას. არასდროს დადგება ჰორმონული ბალანსი ბე 8 ის ცვლის ბოლომდე აღდგენის გარეშე . არასდროს მორჩება არც კორტიზოლრეზისტენტობა და არც ინსულინრეზისტენტობა ბე 8 ის და ბე 4 ის ცვლების ბოლომდე გამოსწორების გარეშე. მეტაბოლიზმის დარღვევა სადაც იხსენება ,გამოსწორება არ დაიწყება ბე 8ის და ბე 4ის ცვლის აღდგენის გარეშე. ქოლესტერინის სიჭარბის გამოსწორება ბე 8 ის და ბე 4ის მუდმივი კონტროლის და დაბალანსების მცდელობის ფონზე უნდა მიდიოდეს. სხვა გზით ჭარბი ქოლესტერინის მავნეობას და შედეგად ინსულტის და ინფარქტის შანსს ვერასოდეს ვერ მოიშორებს ადამიანი. კიდურის ნერვული წნულის დამბლით დაბადებულების დეფექტი, ყველა აღდგებოდა ან საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა, ამ ორ ვიტამინის ცვლის აღდგენაზე რომ ყოფილყო მიმართული ხანგრძლივი სამედიცინო სტარატეგიები თავიდანვე. ქოლესტერინის სიჭაბის უამრავი მიზეზია. მაგრამ გამოკვეთილ 11 მიზეზში პირველ სამეულშია ბე 8 და ბე 4ის ცვლის მოშლა. ამაზე ისედაც სულ ვსაუბრობ ახლა კი ,მხოლოდ ,ამ ფაქტის გამოკვეთა მინდოდა——————ანტიდეპრესანტები ს ხანგრძლივი გამოყენება იწვევენს ბე 4 ის და ბე 8ის , უფრო მეტად კი მისი მიოინოზიტოლის ფრაქციის დეგრადირებას და დაკნინებას. სწორედ ამის შედეგად ზიანდება ღვიძლი გამოუსწორებლად, ანტიდეპრესანტების გამო. ბ ე 4ის და ბე 8ის ცვლის დაზიანება აქრობს და ახშობს ღვიძლის ადექვატურ ნეიროტრანსმიტერულ სიგნალებს ტვინთან და სხვა ორგანოებთან . ბუნებაში არ არსებობს, ადამიანს ,თუ ის ანტიდეპრესანტს ხანგრძლივად სვამს , ღვიძლის დაზიანება არ ჰქონდეს. მაგრამ, ზოგ შემთხევვაში ჩვენი მედიცინის დიდი პრობლემაა ის, რომ უკიდურესად დაზიანებულ ღვიძლს არ მიიჩნევენ პათოლოგიურად. ეს ყველაფერი რადიოლოგიურად არ იკვეთება. ღვიძლის გზას გაივლის და აქ ხდება ყველა ის მილიონობით ბიოქიმიური რეაქცია, რაც ორგანიზმს ამუშავებს სიცოცხლეში .საღი გონების და მენტალობის ნებისმიერი ადამიანი ხვდება, რომ თუ ის ზომიერად იკვებება, ექიმიც და წამალიც ნაკლები დასჭირდება და შესაბამისად არც იავადმყოფებს. ადამიანთა მთავარი მკვლელი არის —არაჯანსაღი , არანატურალური კვება ; ზედმეტი ანუ ბევრი და ჩქარა ჭამა, ბოლომდე დაუღეჭავი ლუკმებით. ნორმაზე 4 ჯერ მეტს რომ შეჭამს ან ფიქრები და ფსიქიკა, ხშირად ჭამის პერსპექტივას დატრიალებს , ეს სწორედ იმიტომაა , რომ ამ ადამიანს ბ ე 8 ის და ბე 4 ის ცვლა აქვს ბოლომდე მოშლილი. როგორც მათემატიკოსს გამრავლების ტაბულა , ისეა ბე 8ის და ბე 4ის ცვლის დაბალანსება , ექიმისთვის საორიენტაციო , მეტაბოლიზმის ნების მიერი მოშლის მკურნალობის დროს. ცვლის დაბალანსება ნიშნავს .მისი შემადგენელი და შემქნელი ყველა ბიოქიმიური რეაქციაში მონაწილე კომპონენტის ფიზიოლოგიურ ნორმაში ჩაყენებას. მხოლოდ შევსებამ ,შეიძლება სიჭარბე და დიდი პრობლემები გამოიწვიოს.
კლასიკურ მედიცინაში ნებისმიერ უნიკალურ სასიცოცხლო ნივთიერებას, მჟავა იქნება ის თუ ცილა ან სხვა ფიზოლოგიური მონაცემი ———- ყველას მეორე სახელად ვიტამინი ჰქვია. მედიცინამ ვიტამინების რაობა, რომ ამოიცნოს ბოლომდე , სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდი ხნით მოიმატებს. დაბალი განვითარების ადამიანები, ვიტამინებს პრიმიტიული თვალით, გასასუქებელ საშუალებებად განიხილავენ. ბოლომდე დადგენილია მედიცინაში, კიბოს გზაზე პირველი, მყარი ნაბიჯია რომელიმე ვიტამინის სიჭარბე. როცა პაციენტის მონაცემების განხლვას ვიწყებთ ექიმები, პირველი ამოცანა არის ვიტამინების სიჭარბის და ნაკლებობის დადგენა. ბე 8 ვიტამინი არის ნივთიერება ინოზიტოლი. მას უნიკალური ფუნქციების გამო ეწოდა ვიტამინი. ასევე , ბე 4 ვიტამინი, არის ყველაზე სასწაულმოქმედი ნივთიერება——-ქოლინი. გონებაშეზღუდულის და ანალიტიკოსის ტვინს შორის, ქოლინის რაოდენობით და ცვლის სიჯანსაღით არის განსხვავება. ინიშნებიან, მხოლოდ, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის დროს.
7——-ქოლესტერინის სიჭარბის დროს უჯრედის მემბრანა ჯანმრთელი და ძლიერი ვერ იქნება .რადგან, ქოლესტერინი ქმნის უჯრედულ მემბრანას და ჰორმონებს, შესაბამისად, ჰორმონული პრობლემების დროს, ქოლესტერინი თუ ანალიზურად ნორმაა , მისი ცვლა მაინც ვერ იქნება ჯანსაღი . თუ hdl დაბალია სისხლძარღვები სრულიად დაუცველია . ეს არ იციან ადამიანებმა და მისი სიდაბლე კარგი ჰგონიათ, ეს ყველაზე კატასტროფული ვითარებაა სისხლძარღვების და მისი გართულებების . ქოლესტერინის 80 პროცენტი იქმნება ორგანიზმში——–ღვიძლით, კუჭ-ნაწლავით, თირკმლებით, თირკმელზედა ჯირკვლებით, სასქესო ჯირკვლებით. 20 პროცენტი შედის საკვებით. ამიტომ , მის სიჭარბეს მხოლოდ კვებას ნუ დააბრალით. ეს უმეტესად , ამ ორგანოების დაზიანების გამოა. ბოლო წლების, ამერიკული ხანგრძლივი ძვირადღირებული გამოკვლევებით და დაკვირვებებით დადგინდა, რომ ღორის ქონში ყველაზე მეტია ის, რაც ქოლესტერინს აბალანსებს. ჩამორჩენილმა მედიცინამ ყველა ქვეყანაში საუკუნე იმუშავა იმისთვის, რომ ღორის ქონის მკვლელ ფუნქციებში ადამიანები დაერწმუნებინა. მაგრამ, აქ წამყვანია ჯანსაღი მეტაბოლიზმი ანუ სიცოცხლის სტანდარტი ——–ზომიერება და ნატურალიზმი. ღორის ხორცი სასარგებლოა მაშინ, თუ ღორი ნიგვზით, წიწიბოთ,წაბლით და თხილით იკვებება იზოლირებულ ტყეში და არა უსარგებლო ნარჩენებით, ნაგვით და ყველანაირი სიბინძურით. არანატურალურად ნაკვები, სიბინძურეში გაზრდილი ღორის ხორცით ანუ ისეთი ხორცით, ძირთადად , რასაც ჭამს მოსახლეობა, ყველაზე ადვილია ღვიძლის გამოუსწორებლად დაზიანება .
ქოლესტერინი ქმნის ჰორმონებს და დე ვიტანმინს. თუ დე ვიტამინის მცირე ცდომა გაქვთ ,ქოლესტერინის ცვლა მოშლილია, ანალიზურადაც რომ არ გამოიხატებოდეს. რაღაც დროში ეს აუცილებლად გამოიკვეთება. ესტროგენი და კორტიზოლი ქოლესტერინით იქმნება. როგორ მოარჩენს, მაგალითად გინეკოლოგი ქალს, რომელსაც ესტროგენის ცდომის გამო საშვილისნოს პრობლემები აქვს ———- თითქმის სიმსივნემდე მისული პროცესი, თუ ქოლესტერინის ცვლას და საერთოდ მეტაბოლიზმს არ გაანალიზებს. ასეთი მიდგომა ხშირად არ ხდება და ამიტომ მიდიან ქალები ოპერაციების საჭიროებამდე. დიდი პრობლემა ყოველთვის ბევრი მიზეზის კომბინაციაა . ქოლესტერინის პრობლემა როცა აქვს ადამიანს, მისი ჰორმონალური სისტემა ძალიან დაზიანებულია და პირიქით. ინსულინრეზისტენტობის მოშლის წინა ეტაპია კორტიზოლრეზისტენტობის მოშლა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ბიოქიმურად ჯაჭვშია .ამიტომ, მკურნალობის კომბინაციური გეგმა სასიცოცხლოა. ჰორმონული პრობლემა ვერ მორჩება ქოლესტერინის დაბალანსების გარეშე. ქოლესტერინი 80 პროცენტი ღვიძლში იქმნება. ნაღვლის ბუშტის პრობლემა რომ გაქვთ, ქოლესტერინი ანალიზურად ნორმაც რომ გამოჩნდეს ,თეორიული შანსიც არ არის, მისი ცვლა ბოლომდე დაზიანებული რომ არ იყოს. დე ვიტამივის ანალიზს ამიტომ ვითხოვთ, ნებიმიერ შემთხვევაში. დე ვიტამინი მეტაბოლიზმის ბაზისია. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დე ვიტამინის ანალიზი ჩვენი ეკონომიკურად განადგურებული მოსახლეობისთვი ს უფასო გახდეს. ვერცერთი ბიზნესმენი ახლა ამაზე დიდ სიკეთეს ვერ გაუკეთებს მოსახლეობა, თუ დე ვიტამინის ანალიზს დააფინანსებს.
8——-ამერიკული პედიატრიულ ი სტატისტიკით და ჩვენი პრაქტიკით , არც ისე იშვიათია ახალშობილების——— ნეფროგენული, პიტრესინთან რეზისტენტული უშაქრო დიაბეტი. ამ დროს არ არის ჰიპოფიზის დაზიანება. გენეტიკურია და მიზეზი არხების დარღვევაა. გადამტანია შთამომავლობაში დედები . პერიოდული ცხელებაა და გაციება ჰგონიათ. ეს ის შემთხვევებია , როცა პირის ღრუს დათვალიარება გაციების დროს დეტალურად ან საერთოდ არ ხდება. ყელის სისხლძარვების გამოხატულება, პირის ღრუს დათვალიერება გაციების დროს, გამოცდილ პედიატრს შესაძლებლობას აძლებს ბევრი დაავადება დაადიფერენციროს. ვირუსი და გაციება განასხვავოს და სხვა.
ამ ტიპის უშაქრო დიაბეტის დროს , ბავშვები დაგვიანებული ან საერთოდ, მკურნალობის გარეშე , ზრდაში ჩამორჩებიან. წყურვილი და ძლიერი შარდვა , რაც ზრდასრულთა უშაქრო დიაბეტისთვისაა დამახიასიათებელი , ბავშვებში ტიპური უშაქრო დიაბეტის დროსაც, არ არის გამოკვეთილი ჩივილი .მითუმეტეს , არ არის პიტრესინთან რეზისტენტულის დროს. ნატრიუმის ცვლას უნდა დააკვირდე . ბავშვთა ტიპური უშაქრო დიაბეტის დროს წყურვილი და ხშირი შარდვა უფრო სკოლის ასკიდანაა. ექსიკოზია —–გამოშრობა, გაუწყლოება და ბავშვები წონაში იკლებენ. მარილის და ცილის ცვლას უნდა დაბალანსება , რომ არ გართულდეს . შარდის რაოდენობა, საერთოდ, დამოკიდებულია მარილებზე და ნატრიუმის ცვლის პროდუქტებზე. მშობელი ,მოზარდი ბავშვის ყველა პარამეტრს უნდა დააკვირდეს , თუნდაც ლაბორატორიული მონაცემების გადახრა არ ყვიროდეს. თუ სკოლის ასაკის ბავშვი ბევრს შარდავს, უნდა გამოირიცხოს————— შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი, პიტრესიულრეზისტენტული უშაქრო დიაბეტი, პირველადი ნერვული პოლიდიფსია—-პოტომანია, თირკმლის უკმარისობის საწყისი ხარისხი, ჰიპერალდოსტერონიზმი, ნეფროპათია ანუ თირკმლის ლატენტური პრობლემა, კალიუმის დეფიციტი, ქრონიკული ჰიპერკალცემია.
ქოლესტერინის სიჭარბით, ასევე სიმსუქნით, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტით დაავადებით ან თირკმლის დაავადებებით და მეტაბოლიზმის სხვა დაზიანებით —–ზრდასრულებს, ანამნეზში ხშირად აღენიშნებათ ——-ბავშვობის დაუფიქსირებელი , პათოლოგიურად, ორგანიზმის დაზიანების ხარჯზე გაწოვილი უშაქრო დიაბეტის ფორმები. რომლებიც ახლა სხვა ჩივილებით და გამოვლინებებით იკვეთებიან. ქოლესტერინის სიჭარბის დროს , აუცილებლად ,ყველა პაციენტში ლატენტური უშაქრო დიაბეტი უნდა გამოვრიცხოთ. ტიპურ უშაქრო დიაბეტზე ბევრჯერ ვისაუბრე უკვე დეტალურად და კიდევ განვიხილავ ძალიან მოკლედ. მისი მთავარი მიზეზი ეპიფიზის, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის მოშლაა. მაპროვოცირებელი ა——–ტრავმა, ფარული და დაუმთავრებელი ანთებები; სისხლჩაქცევები, კიბოს მეტასტაზები, კრანიოფარინგეომა და სხვა . ამ დროს მოშლილია თირკმლის მილაკების რეაქცია ანტიდიურეზული ჰორმონის მიმართ . კლასიკურ ფორმაში ანუ ტიპური უშაქრო დიაბეტის დროს , უკვე სკოლის ასაკიდან ,ბევრი შარდია. დაბალი ხვედრითი წონით თუ მიდის ეს დაავადება , შეიძლება სულ უსიმპტომო იყოს. ამიტომ, დაბალ ხვედრით წონას ყოველთვის უნდა ჩავეჭიდოთ. ამერიკული სტატისტიკით, ბავშვების გონებრივი და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენაში, უდიდესი პროცენტია უსიმპტომო უშაქრო დიაბეტი. ადიურეკრინი და პიტუიტრინი შ არდს არ აძლევს შემცირების შესაძლებლობას. დაბალ ხვედრით წონას ნუ გაატარებთ ურეაქციოდ. ეს უმიზეზოდ არ ხდება. ქვედა ზღვაზე რომ არის მაშინაც დიდი ყურადღება უნდა და შესაბამისი ანალიზები.
უშაქრო დიაბეტის ატიპური ფორმა , ძალიან ხშირად მიდის ყველას ასაკში ყაბზობის გამოხატულებით. შეკრულობას პრიმიტიულად ნუ გაატარებთ. ის ყოველთვის ,სათავეში, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობიდან მოდის. ყაბზობის დროს , ჩვილობიდან—- ყველა ასაკში ,უშაქრო დიაბეტის ატიპური ფორმა უნდა გამორიცხოთ. ყაბზობის მკურნალობის ყველაზე პრიმიტიული ინტერპრეტაციები ჩვენს ქვეყანაშია. ამიტომაც მწვავდება მეტაბოლური მოშლა და მიდის სიმსივნეებამდე. როგორ არის გაპარტახებული ჩვენს ქვეყანაში პროფოლაქტიკური მედიცინა ,ამის დასტური ბევრი რამ არის. ამაზე მეტი რა უნდა თქვა ამის დასტურად . მსგავსი შემთხვევები ექიმებს ბევრი გვაქვს. მარკეტში ცხოვრებით და დაავადებით შეწუხებული ადამიანი, გაჩერებს და გეუბნება——–ექიმო მიშველე ერთი წამალი აქვე მითხარი, ყაბზობამ დამტანჯაო. მაგრამ, ახლა ხაზს უფრო იმას ვუსვამ, ადამიანების დიდმა ნაწილმა რომ არ იცის, საერთოდ რა არის ნორმალური დონის მკურნალობა. ანუ ეს თუ ხდება ბიოქიმიური მექანიზმების დალაგებით და ბევრი პარამეტრის მონაწილეობით და არა ერთი წამლით. ყაბზობა მკვეთრი სიმპტომია მეტაბოლური მოშლის.
ჰიდრონეფროზის დროს უშაქრო გამორიცხეთ. ნატრიუმის მომატებას და ზედა ზღვარსაც უნდა გააზრება . უშაქროს კლასიკური სინდრომია ბავშვთა ასაკში ———დროში გახანგრძლივებული ღამის ენურეზი ანუ როცა ბავშვი ძილის დროს იშარდავს წლების განმავლობაში. ხოლო ზრდასრულებში ნიქტურია . ნიქტურიაა , როცა ღამის შარდი ჯამში დღის შარდზე მეტია ან დაახლოებულია. ბავშვების ენურეზი, თუნდაც დროებით, ყოველთვის ჰორმონალური მოშლის გამოა. არ არსებობს ასეთ ბავშვს , ზრდასრულობაში არ დაურჩეს———— ან პოდაგრა ან ქოლესტერინის სიჭარბე ან ფარისბრის პრობლემები ან შაქრიანი დიაბეტი ან უშაქრო დიაბეტი ან ნაღვლის ბუშტის კენჭები სხვა ჰორმონალურ პრობლემები. რაც უფრო დეტალურად უმკურნალებ ენურეზიან ბავშვს , მით უფრო ჯანმრთელი იქნება მისი ჰორმონალური სისტემა ზრდასრულობაში. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. შარდის შეუკავებლობამ ბავშვს შეიძლება უმკურნალოდაც გადაუაროს, მშობელს ეგონოს მორჩაო მაგრამ, ჰიპოფიზის სისტემა პრობლემური რჩება და მას გამოცდილი ექიმი სჭირდება, რომ უფრი ჯანმრთელი ზრდასრული ჩამოყალიბდეს. ჩვენს სინამდვილეში ასეთ შემთხვევებში——— სულ არაფერიას —დასკვნები ხშირია. ხან მშობლები დაიმედებული არიან უსაფუძვლოდ. ბავშვების ფიზიკურ და გონებრივი განვითარების შეფერხებაში უშაქრო დიაბეტი აუცილებლად უნდა გამოირიცხოს . ვიმეორებ—–ხშირად არ მიდის ტიპური სიმპტომებით——ხშირი შარდვით და ბევრი სითხის სურვილით.მითუმეტეს საკოლამდელ ასაკში. ამიტომ, ყაბზობას უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, როგორც მეტაბოლიზმის დიდი რღვევის კენ გზას. უშაქრო დიაბეტი ხშირადაა მიზეზი ბავშვებში კრუნჩხვების. ხშირია ატიპური უსიმპტომო უშაქრო დიაბეტი ზრდასრულებში ————-გამოხატული იმით, როცა ვერ ასწრებენ ტუალეტში შესვლას, ისე მწვავედ არის მოშარდვის სურვილი. ამას ნუ გაატარებთ , სწორად იმკურნალეთ. თორემ, ჰორმონალური სისტემა კიდევ უფრო მოიშლება. ეს კი პირდაპირ მუშაობს შინაგანი ორგანოების დაჩქარებულ ცვეთაზე , გადაგვარებაზე, ინვოლუციაზე და დაკნინებაზე. ეს მდგომარეობა დასტურიაიმის, , რომ ჰორმონალური სისტემა იშლება და დახმარებას ითხოვს. ყველა ბავშვი ვინც იშარდავდა , უშაქრო დაბეტის ატიპურ ფორმის ჯგუფშია ან მისი მექანიზმის მსგავსი ჰორმონული დარღვევის. გამორიცხულია მედიცინაში , ბავშვს რომელიც იშარდავდა, ჰორმონალური პრობლემები არ დაურჩეს მომავალში. .ეს კი მის ჯანმრთელობაზე , მთელი ცხოვრების განმავლობასი აისახება. მეტაბოლიზმი ნარჩუნდება შედარებით უკეთესად, მხოლოდ აკადემიური ექიმის მუდმივი მეთვალყურებოს დროს. რადგან ,ეს ურთულეს პროცესებია და განსაკუთრებულ ცოდნას დიდ გამოცდილებას და დინამიკაში დაკვირვებას მოითხოვს. ეს არ მორჩება მკურნალობის ერთი ან ორი კურსით.
9——-მედიცინის ჭეშმარიტებაა——–ისევე როგორც დეპრესია და სხვა ძალიან ბევრი პრობლემა ასევე——–სახსრის და მყესების გადაგვარება ,ფარისებრი ჯირკვლის და მისი მაკონტროლებელი ამინომჟავების დაზიანების გამოა.
10——-კალციუმი ბევრჯერე განვიხილე, მაგრამ, რახან მთავარი ს ასიცოცხლო მინერალია და წარმოდგენები სრულფასოვანი მაინც არ არის, ისევ განვმარტავ . მისი სიჭარბეც დამზიანებელია და ნაკლებობაც . მ ისი გახანგრძლივებული სიჭარბე პარანეოპლასტიკური სინდრომის ცნობილი და ხშირი სიმპტომია და კიბოს და წყების მანიშნებელია. პრიმიტიული განსაზღვრება მომისმენია, რომ კალციუმის სიჭარბე თრომბავს. აქვე ვიტყვი ,მისი ნაკლებობა უფრო ხშირადაა თრომბირების მიზეზი ვიდრე მ ეტობა. მიუხევადავად იმისა, რომ ჭარბი კალციუმი ს ისხლს ასქელებს. კალციუმის ნაკლებობის მთავარი და გამოკვეთილი ნიშნებია————–ალერგიების ხშირი გამოხატულება ;სისხლძარღვების პრობლემები; ღრძილების დაავადება და სისხლდენები; ონკოლოგიური დაავადებები ; ორგანიზმის მალე დაბერება; სახსრების დაავადებები, ა რითმიები და პულსის სიჩქარეები; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გართულება; ოსტეოპოროზი და ოსტეოქონდროზი; ფრჩხილების, თმის, კანის დაზიანება ; წნევა, თავბრუხვევა და ორიენტაციის პრობლემა ;ა დინამია, სისუსტე მეხსიერებაში და თანდათან კარგვა; ხშირი ძილიანობა ან დაძინების გაძნელება ; კბილების ადვილად დაზიანება; დაუზიანებელი კბილის ტკივილი; კრუნჩხვები, ჩხვლეტები თითებში ,ბავშვის ძილში კრთომები; ტიკები ყველა ასაკში; თითების დაბუჟების შეგრძნება. კალციუმის ნაკლებობის დროს სისხლი არ შედედდება და სისხლდენაა მოსალოდნელი. მისი ნაკლებობა არითმიის ერთი დიდი მიზეზია . რადგან, ყველა კუნთის და მათ შორის გულის კუნთის , როგორც შეკუმშვაში ისე მოდუნების სტადიის განხორციელებისთვის აუცილებელია კალციუმის ნორმა. კალციუმის ცვლა და რიცხვი თუ დარღვეულია ,ი ნსულინი სწორად არ გამოიყოფა . რადგან , კალციუმი ფერმენტების მუშაობის მექანიზმებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კალციუმის ნაკლებობა კუჭ-ნაწლავის დაავადებების ყველაზე ხშირი გამამწვავებელია. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევაში კარდინალური მიზეზია კალციუმის სიდაბლე. როცა პაციენტის ბიოქიმიას ვაანალიზებ , სიმჟავის ფენომენის დროს, ლაქტატაციდოზის მიზეზების დაფიქსირებისას , კალციუმის ნაკლებობა ს სტიქიურად ჩამოვწერ და შემდეგ რა თქმა უნდა ვამოწმებ. ყველა აგზნების სინდრომში კალციუმის ან ნაკლებობაა ან ცვლის დარღვევა. რადგან, მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა ნერვული იმპულსების გადაცემაში და ნეიროტრანსმიტერების სინთეზში. ყველაზე სექსუალური მინერალია. კალციუმი თუ აკლია კაცი უნაყოფოა და მას არც ლიბიდო სწყალობს. კალციუმის დეფიციტისას, სპერმატოზოიდს აღარ შეუძლია გახეთქოს კვერცხუჯრედის გარსი და მოახდინოს განაყოფიერება. სპერმატოზოდი —-ფორმით ——–კაცის მიკრომინიატურაა. არამარტო ფორმით. სპერმატოზოიდს წინა მხარეს აქვს გამოშვერილი წანაზარდი , რომელიც მხოლოდ, კალციუმის შემცველობისაა. ამ კალციუმის გამოშვერილი ფორმით, რომელსაც მედიცინაში ზოგი პენისს ამსგავსებს და ზოგი ისარს ,სპერმატოზოიდი არღვევს კვერცხუჯრედის გარსს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება განაყოფიერება, რომელიც კალციუმის ნაკლებობისას ვერასოდეს ვერ მოხდება. მოკლედ, კალციუმის გარეშე, როგორც ბანალურად —- იტყვიან მოსახდენი ვერ მოხდება. ნორმა უნდა იყოს კალციუმი ისევე როგორც ყველაფერი. კალციუმის გახანგრძლივებული მატება ყველაზე მყვირალა სიგნალია, რომ კიბო იწყება ორგანიზმში. ლაქტატ აციდოზს —–ქრონიკულს თუ მწვავეს ბევრი პარამეტრის გასწორება სჭირდება დასარეგულირებლად. მაგრამ, ბოლო აკორდი მაინც კალციუმია. მისი ნაკლებობის დროს პეჰაში მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე არ გადაინაცვლებს. თუ სამ წლამდე კალციუმის ნაკლებობაა ———–ბავშვი სრულფასოვნად ვერ გავითარდება; რაქიტი ჩამოყალიბდება, რაც მეტაბოლიზმის მოშლას ნიშნავს სიცოცხლის ბოლომდე ; ბავშვი დროულად ვერ გაივლის ;სიმაღლეში გაზრდა დაგვიანდება ან შეფერხდება; ნევროლოგიური პრობლემებია ;თიმუსის მომწიფება შეფერხდება და სასუნთქი სიტემის პრობლემები ა; სუსტი კუჭ-ნაწლავი ა; ოფლიანობის კენ მიდრეკილია და სხვა. კალციუმის ნაკლებობისას სკოლის ასაკში და ზრდასრულებში შემდეგი ჩივილებია, რომელიმე ან ყველა————–სრულფასოვნად ვერ მომწიფდება ჰორმონულად ;სიმაღლეში სრულად ვერ გაიზრდება; იმუნიტეტი სუსტია ;მეხსიერების და ადვილად დაღლის პრობლემაა; ალერგია და აკნეა; ცუდი ძილი და კიდურების კრუნჩხვისკენ მიდრეკი ლებაა; ინტელექტი დაქვეითდება ; სახსრების დაავადებისკენ მიდრეკილია; ხანდაზმულობაში ადრე დაეწყება ———-გონების დასუსტება და დემენცია ,პარეზისკენ მიდრეკილებაა; მენსტრუაციის დარღვევა ა; ნაადრევი კლიმაქსი და ჰორმონების მოშლაა და სხვა. კალციუმს ზრდასრულებში ყველაზე დიდი პრობლემა პარათჰორმონის გადახრების დროს აქვს. პარათჰორმონის ერთჯერადი ანალიზით კალციუმის ცვლას ვერ შეაფასებ.
11——-როგორც ხედავთ ძალიან ხშირად ვიმეორებ იმ სასიცოცხლო დეტალების შესახებ ,რომლებიც მკვეთრი სიგნალებით——-ჩივილებით გაფრთხილებენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული გაქვს. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ გამოსწორება და ჯანმრთელობის განახლება ყოველთვის შესაძლებელია. ამ ჩივილების დროული და გონიერი გამოსწორებით, ადამიანი ბევრად მეტს იცოცხლებს. ეს სიგნალებია ——–რომლებიც გეძლევა სამყაროდან. შენი ორგანიზმი სამყაროს ნაწილია. ეს სიგნალებია-წნევა, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნებისმიერი ტიკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება, თავბრუხვევა, ტინიტუსი, ცხვირის გაჭედვა, ქოლესტერინის სიჭარბე და კიდევ უამრავი ჩივილი. ეს სიგნალები მოითხოვენ გონიერი ადამიანისგან, რომ მეტი სიცოცხლისათვის, დროებით კი არ უნდა ჩაახშოთ და ჩააჩუმოთ ისინი, არამედ მათი წარმომშობი მიზეზები გაანეიტრალოთ. ეს ჩივილები არის სხეულის ენა , რომელიც დახმარებას გთხოვს მეტი სიცოცხლისათვის. ამ სიგნალებით ორგანიზმი თავის გასაჭირზე გესაუბრება . კონკრეტული ჯგუფის გამოკვეთილი ჩივილები, რომლებიც მსოფლიო მედიცინამ პარანეოპლასტიკურ სინდრომებში ოფიციალურად მოქცი ა , მიანიშნებენ, რომ კიბო უკვე ორგანიზმშია ან შემოსვლას ცდილობს . ბიოქიმიური აკადემიური გზებით ამ სიმპტომების განეიტრალება და შეჩერება შესაძლებელია. ორგანიზმის კარერბთან მომდგარ კიბოს, შეიძლება უკან დაახევინო, ზოგი ჩივილის და ამ ჩივილის წარმომშობი მექანიზმის მართვით. სამყარო ისეა მოწყობილი, თუ გონიერება იქნება ადამიანი ბევრად მეტ ხანს იცოცხლებს. პარანეოპლასტიკურ სინდრომეზე ცალკე სტატიაში დეტალურად ვისაუბრე. კიდევ ვიტყვი ,რომ ამის მაგალითია ——–კალციუმის ქრონიკული სიჭარბე. მაოცებს ის ფაქტი, როცა ვნახავ ადამიანის ანალიზებს , დინამიკაში უამრავჯერ განმეორებულს , სადაც რეაქციაა არ არის მუდმივ ჭარბ კალციუმზე. თუმცა ისიც არ გამიკვირდება, ვიღაცამ რომ თქვას ნომიდან ჭარბ მონაცემზე —– კალციუმი კარგი გაქვს, დაქვეითებული არ არისო.
როცა წიგნების გამოცემის შესაძლებლობა და დრო მექნება, ერთი წიგნი მიეძღვნება, იმ გასაოცარ ფაქტებს, რომლებიც ძალიან განვითარებული, ადექვატური მენტალობის პაციენტებიდან შევაგროვე. 200მდე ფაქტია. ისინი დეტალურად აღწერილი მაქვს . როცა ამ მომენტებს, მათთვის საორჭოფო საკითხების დროს ფაქტად ვუკითხავ, ევროპელი კოლეგები მეუბნებიან ,რომ საქართველოს გარეთ ეს წიგნი ყველგან ბესთსელერი იქნება .ამ დოკუმენტურად რეალურ ჩანაწერებში , პაციენტები აღწერენ რა სიგნალები ჰქონდათ ჩივილების სახით წინა პერიოდებში———ინსულტის, ინფარქტის, კენჭის გავლის, კოლაფსის, დიაბეტის დაწყების , შაკიკის შეტევის, რეანიმაციაში მოხვედრის, კლინიკური სიკვდილის და სხვა უამრავი დაავადების გამწვავების წინ . ყველა მაგალითს აქვს , ჩემს მიერ ბიოქიმიური მექანიზმებით გაშიფრული და დადასტურებული კომენტარი ამ პაციენტის ინდივიდუალური ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით . აქ ამ ფაქტებს არ გამოვაქვეყნებ, რადგან არასოდეს ვცდილობ ვინმეს გაოცებას. მხოლოდ , ადამიანებს მინდა დავეხმარო ხანგრძლივი სიცოცხლისათვის. მითუმეტეს არ მჭირდება რაღაც მედიუმური შეფასებები, როცა ჩემი აზროვნება, შრომა და მთელი ცხოვრება მთლიანად ჩაქსოვილია აკადემიურ, ფაქტებზე და ბიოქიმიაზე დაყრდნობილ რეალურ მედიცინაზე. ყოველთვის ასე იყო——— საზოგადოების განუვითარებელ ნაწილში , ძლიერი ნააზროვნები გაფრენად ფასდება. იმასაც კი ფრთხილად ვაფიქსირებ, როცა მსოფლიოს ყველზე ავტორიტეტული მეცნიერები ——მედიცინის, ეპიფიზს ღმერთის მეთვალყურეს პირდაპირ უწოდებენ. მოდით მას სამყაროს კანონზომიერი გონის მეთვალურე დავარქვათ. მაგრამ ,ის ხომ ფაქტია, რომ ყველაფერი წინასწარ მზადდება და ეს ეპიფიზის საშუალებით წინასწარვე ეცნობება ორგანიზმს . ეს ცნობა არის გამოხატული ჩივილები. აცრაზე დიდი საშველი მედიცინას არ გამოუგონებია. დიდი ხანია ვამბობ, ბედნიერი მაშინ ვიქნები ,თუ ცოფის წინასწარ დამცავი აცრა შეიქმნება და ადამიანებს მეტი შველა მიეცემა. აკადეესი- ს არსებობა ალბათ, ყველა ექიმს აბედნიერებს. ეს არის ნამდვილი——— სიცოცხლის ბრენდი. რამდენი უნდა ენერვიულა მშობლებს მის გარეშე, თითოეული პაწაწინა ჩხირის გამო, რომ მის შვილს ტეტანუსი არ დამართოდა. ბავშვებს თავისუფლად თამაშის შესაძლებლობა არ ექნებოდა. ექიმი , ანტივაქსერი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ,თუ მისი ცოდნა აკადემიურ მედიცინის საფუძვლებზე არ არის დამკვიდრებული. მეგობარი ექიმების ჯგუფი როცა ვიკრიბებით, ბუნებრივია, ჯერ მედიცინაზე ვსაუბრობთ. განსაკუთრებით გონიერ ექიმებს მოსწონთ, რაც ჩემი მტკიცე აზრი იყო თავიდან ——-აცრების ჯგუფები იმუნური მონაცემებით უნდა შედგენილიყო. ზოგს ბუსტერიც დასჭირდებოდა ,ზოგს ერთი ეყოფოდა ,ზოგს ორი დასჭირდებოდა. ანუ აცრის რაოდენობა კოვიდის დროს უნდა გადაწყვეტილიყო, ადამიანის ინდივიდუალური იმუნური მექანიზმის სიმწიფის ხარისხით. სტიქიური, გაუანალიზელი მდგომარეობის გამო, მოხდა ადამიანის გარდაცვალებაც და ის კოლოსალური იმუნური გართულებები, რ ომლებთანაც ადამიანებს მთელი ცხოვრება მომავალში გამკვლავება მოუწევთ. საკუთარი ანუ უჯანმრთელესი ადამიანის მაგალითს ვიტყვი. პირველი აცრა ჩემთვის სტიმულატორული იყო და კიდევ უფრო ჯანმრთელად ვიგრძენი თავი. იმუნური ბალანსები შედგა. მეორე არ მჭირდებოდა და არ ვაპირებდი, მაგრამ იძულებული ვიყავი, რადგან ახალ კლინიკაში გადავდიოდი და უხერხულად ვიქნებოდი ,როცა ტექნიკური მუშაკი საბუთების გაფორმების დროს ორივე აცრის დასტურს მოითხოვდა. მეორე აცრის შემდეგ , იმავე დღეს ინტოქსიკაციის სასიკვდილო მასშტაბი მივიღე. უჯანმრთელეს ადამიანს რომელსაც პარაცეტამოლიც არ მქონდა დანალევი, აპარატზე შაქარი არ მიფიქსირდებოდა, რიცხვად იმდენად მაღალი იყო. პირველი აცრის დღიდან მეორე აცრამდე , მსუბუქი ,მაგრამ მუდმივი ტკივილი მქონდა ზუსტად ეპიფიზის წერტილში . არ უკავშირდებოდა არც წნევას არც ნერვის გადაციებას. მეგობარ ექიმებს ვუთხარი, ზემოდან დახედეთ იქნებ ვცდები , თუა ზუსტად ეპიფიზშიო. მეორე აცრის შემდეგ, იმავე წუთში ეს ტკივილი უკვალოდ გაქრა. ეს იყო გაფრთხილება, რომ ჩემს იმუნურ სისტემას მეორე აცრა არ სჭირდებოდა იმუნოლოგიურად და აუცილებლად დააზიანებდა. . საკმარისი იყო , მხოლოდ პირველი . რატომ ვიხსენებ ამ მდგომარეობას ? ერთხელ კიდევ გარწმუნებთ, რომ ეს ჩივილები———წნევა, ტკივილი, კუწ-ნაწლავის პერიოდული აშლა , ტინიტუსი, რინიტი, დაბუჟება და მსგავსები ————–სიგნალებია. სამყარო ცდილობს ეპიფიზის საშუალებით გაგაფრთხილოს. სამყარო ,რომელმაც შენი ხანგრძლივი სიცოცხლე დააპროგრამა წინასწარ. ის ამ სიგნალებით გეუბნება————- გამოასწორე და დიდხანს იცოცხლე. ჩივილებს ნუ უგულვებელყოფთ და მიჩქმალავთ გამაყუჩებელში ან დაავადების ხელოვნურად შესაფუთავ დროებით წამალში. მცირე დროით ყველა საშუალების გამოყენება შეიძლება, მაგრამ მთავარი მიზეზის განეიტრალება რაც უფრო დაგვიანდება, მით უფრო მოკლდება ადამიანს სიცოცხლე . ისეთი დედებიც არსებობს, პატარა ბავშვებს ქრონიკული თავის ტკივილების დროს მუდმივად ტკივილგამაყუჩებელს რომ აძლევენ .სამყარო გეუბნება——–ეს ჩივილები გამოასწორე და ბევრად მეტი იცოცხლე. ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის განხრა ამიტომ არსებობს მედიცინაში ,რომ ამ ჩივილების მიზეზი გავიგოთ .
მარინა ტოტოჩავა