დაარღვია თუ არა რატი ბრეგაძემ კანონი? – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესახებ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სარჩელი უწყებაში ადვოკატებმა შეიტანეს. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრეგაძის უწყებამ კანონდარღვევით სცადა მესამე პრეზიდენტის დამცირება.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელება არის იმ შურისძიების გაგრძელება, რასაც ადგილი აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.
“ემპათიის” დირექტორის თქმით, ამ კადრების გავრცელებით ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა ჰქონდა ადგილი პაციენტზე.
მარიამ ჯიშკარიანი ასევე ამბობს, რომ ეს კადრები დეზინფორმაციას ემსახურება, თითქოს სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის დედას, მისი თქმით, ის თავისი თვალით ხედავს, რომ მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და გავრცელებული კადრებით ბრეგაძის უწყება ვერაფერს დაამტკიცებს
პენიტენციურმა სამსახურმა კადრები ევროპარლამენტში სააკაშვილის შესახებ რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, რითაც ევროდეპუტატებს უთხრა, რომ პატიმარ პრეზიდენტს საგანგაშო არაფერი სჭირს.