საწვავი 25 თეთრით ძვირდება – კომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა ამბობს, რომ ისინი მომდევნო ორ კვირაში, საწვავის ფასს 20-დან 25 თეთრამდე გაზრდიან.
საწვავზე ფასის რეკორდული ზრდა ორ გარემოებაზეა დამოკიდებული – მსფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება, საქართველო კი ინპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. მეორე მიზერზი მთავრობის აქციზის ფასის არშემცირებაა.
“ვისოლში” აცხადებენ, რომ ფასებს ძველი მარაგის გათვალისწინებით ინარჩუნებდნენ, თუმცა მარაგის ამოწურვის შემდეგ, ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.
ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასები არსებული რეზერვებიდან, არსებული მარაგიდან გამომდინარე. არსებული რეალიზაციის პირობებში, ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებიდან, 1-2 კვირის პერიოდში, რამდენაცად ეს მტკივნეული არ უნდა იყოს, ფასის მომატება გარდაუვალი იქნება. 100-150$-ით ფასის ზრდა, მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობა არის ყოველ ლიტრზე, რომელიც გარკვეულწილად გაიზრდება. ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეტაპობრივად მოხდება და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზარი შემობრუნდება და ის ზრდის ტრენდი, რომელიც წლის დასაწყისში ვნახეთ, აღარ გაგრძელდება”- აცხადებს ვასილ ხორავა.
რაც შეეხება მძღოლებს ისინი აცხადებენ, რომ გაძვირებული ცხოვრების პირობებში საწვავზე მომატებული ფასი მათ მძიმე დარტყმას მიაყენებს და პრაქტიკულად მანქანების გაჩერება მოუწევთ.