ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია – ამას არა მხოლოდ საქართველო და ევროკავშირი, არამედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ნიკა გვარამიას ისტორია არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უსწორდება ოლიგარქი კრიტიკულ მედიას – ამის შესახებ ცნობილი გერმანული გამოცემა “ფრანკფურტერ ალგემაინე” წერს.
ჟურნალისტი მიმოიხილავს ნიკა გვარამიას პატიმრობის ისტორიას და წერს, რომ პოლიტპატიმრის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კია ადასტურებენ, რომ მას აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, რაც მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა.
გერმანული გამოცემის გარდა, ნიკა გვარამიას შესახებ ანალიტიკური მასალა დღეს კიდევ რამდენიმე ევროპულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. მათ შრისაა “ევრო ფაილი”, სადაც არის დისკუსია ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილსა და ადვოკატ თამთა მურადაშვილთან.