“ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს” – ადმინისტრაცია “აგენტების კანონზე”

“ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს” – ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. “აგენტების კანონს”, რომელიც “ოცნებიდან” წასულმა ე.წ. განდგომილებმა რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.

განცხადება სრულად:

სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.

და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს, – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share