„ოცნება“ აგენტები რუსულ კანონს მხარს დაუჭერს

“ქართული ოცნება” რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმება მოღწეულია. მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში კანონით პატიმრობა გათალისწინებული არ იქნება.

ამასთან, “ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ კანონს არც რუსულ და არც აშშ-ს კანონტან საერთო არაფერი აქვს.

სახელისუფლებო გუნდის წევრი ასევე ამბობს, რომ ლუსტრაცია საჭირო არ არის, რადგან სიტყვა “აგენტის” გაგონებაზე ყველამ საკუთარი სახე ისედაც გამოავლინა.

მემგონი ლუსტრაციის კანონი აღარ არის საჭირო. როგორც კი ყური მოკრეს სიტყვა “აგენტს”, ეგრევე ყველა გამოვლინდა, – თქვა მდინარაძემ სხდომის შემდეგ, – თქვა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე იერიში სალომე ზურაბიშვილზეც მიიტანა.

გულწრფელად დასანანია, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის მესიჯბოქსი, ჩენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მესიჯბოქსი უფრო ემტხვევა “ნაცმოძრაობის” მესიჯბოქს, ვიდრე თავად მაშნდელი აკნდიდატის მესიჯბოქსს, ეს ძალიან სამწუხაროა, – თქვა მდინარაძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share