“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე კითხვაზე პასუხად, გასცემენ თუ არა რეკომენდაციას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, ამბობს – “ჩვენ რეკომენდაციას ვერანაირად ვერაფრის ვერ გავცემთ ამ მიმართულებით, რაც თქვენ გაინტერესებს”.
ის ამბობს, რომ ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ვერ დაუშვებენ ეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს.
“მე მესმის პაციენტის მდგომარეობა და ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, რა თქმა უნდა, და იგივე ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც, მაგრამ ჩვენ, ეს მინდა კატეგორიულად აღვნიშნო, რომ არამც და არამც და ვერამც, ვერ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის კომპრომიტირების ხარჯზე, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების, უდიდესი ნაწილი ძალიან დიდი პრაქტიკული, აკადემიური გამოცდილებით, რომ ამ ადამიანების კომპრომეტირება მოხდეს, ამის ხარჯზე, ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს, ამ შემთხვევაშიც, კონკრეტულად, ძალიან გვაწუხებს პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა და მისი მომავალი ბედი, მაგრამ მიზანი, რაც გააჩნიათ, ამ შემთხვევაში პაციენტს, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, ამას არცერთ ვარიანტში, ჩვენ ვერ დავუშვებთ”, – თქვა ჩხაიძემ.