ქართველი ადვოკატი, მარიამ ჩხაიძე უკრაინელი გმირის, ოლეგ მუდრაკის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და წერს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო იყო.
“აზოვსტალის გმირი მცველი ოლეგ მუდრაკი გარდაიცვალა გუშინ კიევში. მუდრაკმა ჯოჯოხეთი გაირა ჯერ აზოვსტალში და შემდეგ ტყვეობაში. ერთ – ერთი საუკეთესო სამხედრო იყო. ფოტოზე მუდრაკი ტყვეობამდე და ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ. ჯანმრთელობა მძიმედ დაზიანდა. მისმა აზოვურმა სულმა გაუძლო ჯოჯოხეთს მაგრამ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. რა ხალხს კლავენ ეს ტერორისტები”, – წერს მარიამ ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომუკრაინაში რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.