რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წელი გავიდა. 24 თებერვალს გთავაზობთ New Yourk Times-ის ისტორიებსა და ფოტოებს, რომლებიც უკრაინაში ომის მიმდინარეობისას არის გადაღებული.
კიევი რუსეთის შეტევის შემდეგ – 2022 წლის 24 თებერვალი
ომის დაწყების მომდევნო დღეს მოხალისეებს კიევის ოლქში იარაღს ურიგებენ – 2022 წლის 25 თებერვალი
ჯულია, მოხალისე და მასწავლებელი ელოდება კიევის რეგიონში განაწილებას, რათა ოკუპანტებს ებრძოლოს – 2022 წლის 26 თებერვალი
რუსი ოკუპანტის ცხედარი ხარკოვში – 2022 წლის 25 თებერვალი
უკრაინელი სამხედრო ირპენში – 2022 წლის 29 თებერვალი
მაშველებს ოკუპანტების მიერ დაბომბილი მარიუპოლის სამშობიაროდან გამოჰყავთ დაშავებული ორსული, რომელიც მოგვიანებით დაიღუპა – 2022 წლის 9 მარტი
ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ოდესიდან – 2022 წლის 15 მარტი
ბუჩაში მდებარე ბავშვთა თავშესაფარი, რომლის იატაკზე სისხლის კვალი, კედლებზე კი ნატყვიარები იპოვეს. ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ სარდაფიდან 5 ხელებშეკრული ადამიანის ცხედარი ამოასვენეს – 2022 წლის 9 აპრილი
ევაკუაცია ხარკოვიდან – 2022 წლის 29 აპრილი
ბუჩა – 2022 წლის 3 აპრილი
ბუჩაში მცხოვრები მოქალაქეები, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, საკვების რიგში დგანან – 2022 წლის 2 აპრილი
საფლავები ირპენში – 2022 წლის 16 აპრილი
პენსიაზე გასული მასწავლებელი, სახელად ლუდა ოკუპანტებმა 2022 წლის 5 მარტს მოკლეს. 1 თვის შემდეგ უკრაინელებმა მისი ცხედარი იპოვეს – ძაღლმა პატრონი არ მიატოვა
ბუჩაში, მოხუცთა თავშესაფარში 4 ხანდაზმულის ცხედარი იპოვეს – ექიმების ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, შიმშილით დაიღუპნენ – 2022 წლის 4 აპრილი
სკამზე დატოვებული თოვლით დაფარული პური პარკში, სადაც, ადგილობრივების ინფორმაციით, დაბომბვისას, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა – 2022 წლის 4 აპრილი
უკრაინელი ჯარისკაცი მაქსიმ სიროიჟკო შეყვარებულთან, იანა მატვაპაევასთან ერთად. წყვილის თქმით, ერთად 5 წელი იყვნენ, ომის დაწყების შემდეგ კი ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ – 2022 წლის 21 აპრილი
ირპენისგან დარჩენილი ნანგრევები – 2022 წლის 2 მაისი
უკრაინელ და ბრიტანელ მოხალისეებს ბახმუტში მდებარე სახლიდან გამოჰყავთ 77 წლის უსინათლო ქალი, ზინაიდა რიაბცევა – 2022 წლის 30 მაისი
სკოლადამთავრებულები ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ცეკვავენ – 2022 წლის 15 ივნისი
მეზობლები ცდილობენ, ჩააქრონ ოკუპანტების დაბომბვისას გაჩენილი ხანძარი ბახმუტში – 2022 წლის 10 ივლისი
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ფრონტის ხაზზე დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრები მის საფლავთან მივიდნენ
გამომძიებლები იზიუმში, სადაც 445 ინდივიდუალური და ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს – 2022 წლის 16 სექტემბერი
მოქალაქეები, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა პოლიციის განყოფილებაში შეჭრის შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს, ტყვეობის დღეებს კედელზე ითვლიდნენ – 2022 წლის 18 სექტემბერი
ირპენი, 1-ელი სექტემბერი, მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
ცოლ-ქმარი ხარკოვში, დროებით თავშესაფარში – 2022 წლის 25 სექტემბერი
ოკუპანტების სიმბოლო Z იზიუმის ბაღში – 2022 წლის 18 სექტემბერი
5 წლის მარინა პონომარიოვა, რომელმაც ფეხი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვის დროს დაკარგა – 2022 წლის 20 ოქტომბერი
რუსი ოკუპანტების ცხედრები გათავისუფლებულ ლიმანში – 2022 წლის 2 ოქტომბერი
უკრაინელები ხერსონის გათავისუფლებას აღნიშნავენ – 2022 წლის 12 ნოემბერი
ირინა და ვიქტორ დუდნიკები მათი ვაჟის, 38 წლის დმიტროს ცხედართან. ის ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა – 2022 წლის 10 დეკემბერი
უკრაინელი სამხედრო ლიმაში, ეკლესიაში, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს და გაძარცვეს – 2022 წლის 25 დეკემბერი
კიევში, საპარკინგე სივრცეში ფილმს უყურებენ – 2022 წლის 24 დეკემბერი
ქალი და ორი ძაღლი ბახმუტში ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა – 2022 წლის 2 იანვარი
ხარკოვი, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შემდეგ ქალაქში სიბნელეა – 2022 წლის 20 იანვარი
57 წლის ოლენა ბუბენკო შვილიშვილთან, 7 წლის ნიკოლთან ერთად. ისინი ხარკოვთან მდებარე პატარა სოფელში მიტოვებულ 90 ძაღლს აჭმევენ – 2023 წლის 22 იანვარი
ქალი შვილისა და შვილიშვილის ცხედართან, მას შემდეგ, რაც ისინი დაბომბილი კორპუსიდან ამოასვენეს – დნიპრო
66 წლის ნინა კოვალენკო 36 წლის შვილის, მიხაილო კოვალენკოს ცხედართან. კაცი დაბომბვისას დაიღუპა – 2023 წლის 28 იანვარი
ლუდმილა დეგტიარიოვნა დგას თავის სახლში, რომლის კედლები ოკუპანტების შეტევის დროს დაიბზარა – 2023 წლის 4 თებერვალი, სოფელი ნევსკე
35 წლის ანა ჰაიკო და მისი 4 წლის შვილი, ვლადისლავი. ისინი საჰაერო განგაშის დროს თავს კიევის მეტროს აფარებენ – 2023 წლის 10 თებერვალი
ტაბულა