“მადლობა ღმერთს….ჩვენ ვართ ის ხელისუფლება……რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტი”- ღარიბაშვილი ომის წლისთავზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ომის წლისთავის დღესაც იმეორებს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, მცდელობა იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. მისივე მტკიცებით, ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებით ჩვენ პროვოკაციები და ომი თავიდან ავიცილეთ.

ღარიბაშვილმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით კომენტარები თურქეთიდან გააკეთა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე მას სოლდიარობა ომის წლისთავთან დაკავშირებით სოციალური ქსელითაც არ გამოუხატავს. გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა კიევში ჩასვლაზეც.

 “საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციებიც, რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინისა, ტერიტორიის დიდი ნაწილისა საქართველოც გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ, ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენ საქმეს მივხედოთ და ჩვენ ქვეყანაზე ვიზრუნო”, – თქვა ღარიბაშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share