შემობრუნება აღმოსავლეთით. საქართველო მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს– ამ სათაურით აქვეყნებს რუსული სახელმწიფო გამოცემა Риа Новости ვრცელ სტატიას, რომელსაც უძღვნის საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას და ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას უძღვნის:
“თბილისმა თქვა, რომ ისინი უარს იტყვიან ევროკავშირში შესვლაზე, თუ ევროპელები გააგრძელებენ ჩარევას ქვეყნის შინაგან საქმეებში. მიზეზი არის მოწოდება, რომ გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ სააკაშვილი. გარდა ამისა, დასავლეთში უკმაყოფილო არიან საქართველოს სურვილით მიიღონ კანონი უცხოური აგენტების შესახებ.“– წერს გამოცემა
“ნახვამდის ევროპა“– ასე ქვია სტატიის პირველ პუნტს, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისა და მიხეილ სააკაშვილის გაავისუფლების შესახებ.
“ამასთან, თბილიზი არ ჩქარობს ევროპელი პარტნიორების ნებას დაჰყვეს. როგორც მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, “საქართველოს მთავრობა ითამაშებს ქართული წესების შესაბამისად”. მან ხაზგასმით აღნიშნა: თუ დასავლეთი აპირებს რესპუბლიკის შანტაჟს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, ნება შეუძლიათ “ეს სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“. პარტიის სხვა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა ბრალდება ემყარება სიცრუესა და დეზინფორმაციას – და სინამდვილეში, საუკეთესო პირობებია შექმნილი სააკაშვილისთვის ერთ – ერთ ქართულ ციხეში.“– წერს გამოცემა და შემდეგ ოპოზიციისა და პრეზიდენტის პოზიციებსაც მიმოიხილავს.
რუსეთი ან აშშ– ასეთია სტატიის მეორე პუნქტის სათაური, რომელშიც კრემლისტური გამოცემა წერს:
“სანამ ევროპელები სააკაშვილის გამო ქართველებს ლანძღავდნენ, ქართული ოცნების ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხაილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, რომლებმაც შექმნეს ხალხის საზოგადოებრივი მოძრაობა, მოამზადეს უცხოური აგენტების კანონპროექტი. დოკუმენტი პარლამენტს 14 თებერვალს გადაეცა. ავტორების თქმით, ისინი ხელმძღვანელობდნენ შეერთებული შტატების და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების კანონებით.
კერძოდ, ყოფილი დეპუტატები თვლიან, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ პოლიტიკოსების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების წყაროები, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და მონაწილეობენ სახელმწიფო პოლიტიკის განხილვაში. ამისათვის, “ხალხის ძალა” უცხოელი აგენტების სპეციალური რეესტრის შექმნას სთავაზობს, სადაც შევა ყველა, ვისი შემოსავალი 20% -ზე მეტი დამოკიდებულია უცხოურ შემოსავლებზე. მათ, ვისაც არ სურს დარეგისტრირება, დააჯარიმებენ და სიაში მაინც შეიყვანენ.“– წერს გამოცემა და კანონის განხილვის პერიპეტიებს დეტალურად მიმოიხილავს.
ამის შემდეგ რუსული სახელმწიფო გამოცემა საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე მსჯელობს და ღარიბაშვილის მოსაზრებებს იშველიებს:
“საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია: პრეტენზიები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ კიევი იმედოვნებს, რომ საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში ჩართავს. საომარი მოქმედებებად მიიყვანს. ამასთან დაკავშირებით, ის იხსენებს, რომ 2022 წელს რესპუბლიკამ 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა იმ დროს, როცა მსოფლიოს უმეტესი ნაწილში რეცესია იყო.
გაითვალისწინეთ, რომ შარშან საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო რუსეთი – ბრუნვა 263 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხუთ ლიდერში ასევე შედის თურქეთი (196 მილიონი), აზერბაიჯანი (120 მილიონი), სომხეთი (დაახლოებით 100 მილიონი) და ჩინეთი (თითქმის 97 მილიონი). ტოპ 10 – ში შედიოდა ევროკავშირის მხოლოდ სამი ქვეყანა: გერმანია (71 მილიონი), ესპანეთი (33 მილიონი) და ბულგარეთი (31 მილიონი).“– წერს რუსული გამოცემა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პოზიციასაც იხსენებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების “გამბედაობით“ კმაყოფილია და თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს და არა დასავლურით.
ამის შემდეგ კრემლისტური მედია ექსპერტების მოსაზრებებსაც იშველიებს, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთი საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს. თუმცა, რუსი ექსპერტი, ალექსანდრე სკაკოვიც კი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში ეროვნულ იდეად იქცა.
გამოცემის მიერ “ქართველ პოლიტოლოგად“ მოხსენიებული შოთა აფხაიძე ამბობს, რომ დასავლეთს მისი ქვეყნისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს.
“თუ თბილისი მიდის ევროკავშირისკენ და გაათავისუფლებს სააკაშვილს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა შეძლო თავისი ნება დააწესოს საქართველოში. არ არსებობს გარანტია, რომ მომავალში ეს აღარ მოხდება, კიდევ ერთი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზის გამო,”– ამბობს აფხაიძე და მხარს უჭერს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, რადგან მისი აზრით დასავლური ფონდები ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საქართველოს ხელისუფლებას კი უნდა საკუთარი პოლიტიკა გაატაროს და არა დასავლეთისგან ნაკარნახევი – წერს კრემლის მიერ კონტროლირებადი გამოცემა და სტატიას ისევ აფხაიძის მოსაზრებით ამთავრებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ჯობს საქართვევლო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს, ვიდრე ევროკავშირში.