„საუკეთესო საბჭოთა და ”რუსული ტოტალიტარული ტრადიციისკენ გადადგმული ნაბიჯი“ – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოცქსელში წერს: „კანონში, რომელიც უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას სავალდებულოდ ხდის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, არის ასეთი ჩანაწერი: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი“.მარტივად, რას ნიშნავს ეს? თუ, მაგალითად, კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა, სადაც ადამიანებმა გამოხატეს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება, რომ ორგანიზაციას მოსთხოვოს ამ ადამიანების პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ.).ჰოდა, გეკითხებით ყველას, რა არის ეს, თუ არა საუკეთესო საბჭოთა და რუსული ტოტალიტარული ტრადიციისკენ გადადგმული ნაბიჯი?არა რუსულ კანონს!“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share