ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ სამხედროებს ვერ იტანს.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა შური ვერ იძია ქართველ ჯარისკაცებზე, ქართველ ოფიცრებზე, სერჟანტებზე და მათ წააგეს ჰააგის სასამართლო, ანუ იდეაში ქართლმა, ანუ რუსულმა „ოცნებამაც” , მოღალატეობრივმა ხელისუფლებამაც წააგო ჰააგაში სასამართლო, როცა საქართველო სრულად გამართლდა 2008 წლის რუსეთის აგრესიის მიმართებაში და ომთან დაკავშირებით, ახლა რუსულ ოცნებას დაევალა ამხანაგურ – კომუნისტური ე.წ. სასამართლოს მეშვეობით, ვგულისხმობ ფრიდონ ინჯიას ბოდვებს, რომ თურმე გაასამართლონ ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები, გენერლები, სერჟანტები და საქართველოს საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსული ოცნება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე ვერ იტანენ ქართველ სამხედროებს, ვერ იტანენ ჩვენს ოფიცრებს, ვერ იტანენ ჩვენს გენერლებს, სერჟანტებს და სხვათა შორის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ პირობებში იდევნება რუსეთთან მებრძოლი გენერლები, მათ პირობებში იდევნებიან პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლები და კლავენ ციხეში წამებით. მათ ეზიზღებათ, სძულთ ყველაფერი ქართული, პატრიოტული. ვერ იტანენ, რომ ანწუხელიძის მსგავსი გმირები გვყავდა.
კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ჩემო ძვირფასებო, რუსული ხელისუფლებაა საქართველოში და ისინი ახორციელებენ საბოტაჟს ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ანუ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.