აფხაზეთის თემას ამზადებენ, მორიგ „ფეიქზე“ ნუ წამოეგებით! – გუბაზ სანიკიძე

დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მალე აფხაზებისა და ოსების საქართველოში მობრუნების თემას წამოსწევს წინ. ამის შესახებ სანიკიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ახლა შემოაგდებენ ასეთ თემას – აფხაზებსა და ოსებს უნდათ საქართველოში მობრუნება, მაგრამ არ უნდათ ევროკავშირი. შეკითხვა მაქვს ორი – რუსეთს მიაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემა და მეორე, ლტოლვილები ბრუნდებიან? არა, ხომ? ამიტომ, მორიგ „ფეიქზე“ ნუ წამოეგებით, აფხაზეთის თემას ამზადებენ. ისე არ გამოვიდეს, რომ აფხაზეთის, ოსეთისა და საქართველოს კონფედერაცია შეიქმნას სამი საელჩოთი და მერე ეს სამი სახელმწიფო შევიდეს ახალ გაერთიანებაში – საბჭოთა კავშირი იქნება თუ რა, ჯერ პუტინის ადუღებულ ტვინში გადაწყვეტილი არ არის. რკინიგზის გახსნაზე იქნება საუბარი, „ქოცები“ იტყვიან – ავყვავდებით ხალხო. რკინიგზის გახსნა უკავშირდება რუსეთის სამხედრო პარტნიორ ირანთან დაკავშირებას. ვიღაცა იტყვის, რად უნდა საქართველო, აგერ აზერბაიჯანია. აზერბაიჯანი ირანის გეოპოლიტიკური მეტოქეა. რუსის მიერ უსისხლოდ დაბრუნებული გინახავთ? ყველაფრის ყლაპვა არ შეიძლება. პირიქით არ მიგვაერთონ. რუსეთთან მოკავშირე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს რატომ დატოვებენ? ეს ყველას გასაგონად მინდა ვთქვა – ვინც გასულია ლუკმა-პურის საშოვნელად და ვინც აპირებს წასვლას“, – აცხადებს სანიკიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share