“25 და 26 დეკემბერი ეს ის თარიღია, როცა ამ შენს ნაბოდვარს ვერ ვუპასუხებდი. დღეს გადავწყვიტე გამოგეხმაურო…
თურმე რისი იმედით სუნთქავ, საცოდავი ხარ უბრალოდ საზოგადოებას მაინც ნუ დაანახებთ ამხელა თქვენს სიმხდალეს. სააკაშვილიც ციხეში არ დარჩება გამოვა,“- ასე პასუხობს პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას,“ნაციონალური მოძრობის“ დასუსტების წინაპირობებთან დაკავშირებით.
“მაქსიმუმ სამი წელი არც ისე ბევრია, რომ გაიწელოს კიდევაც, თუნდაც ვადამდელი გამოვრიცხოთ… მერე რას შვრები? დრო ისე მალე გარბის, თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ… აგერ მეხუთე წელი დაიწყო იმის მერე, მე რომ შემოგყურებთ და ვრწმუნდები თქვენს ნაძირლობაში. კარგია, რომ სადღაც იმედით შეჰყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი რაღაცა გავიწყდება, მთავარი – შუაზე რომ გასკდე, იმ „ნაციონალებს“ ვერაფერს უზამ და მის მომხრეს ვერაფერს მოუხერხებ. ის სულ იქნება შენზე მაღლა და მეორე – როდესმე თუ გიფიქრია, მე და ჩემნაირებს რას უპირებთ? იცი რამდენნი ვართ გამწარებული, რომლებიც მზად ვართ შუაზე გაგხიოთ შენ და შენი გახრწნილი ნაძირალა გუნდი.
ასე იმედიანად ნუ იქნები. ვიცით ჩვენც გლობალურად რა ხდება გარშემო – ამერიკა, ევროპა, შენი დედა სამშობლო რუსეთი. ვიცით მეტ-ნაკლებად რა თამაშს თამაშობთ, მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და შენც დასრულდები აუცილებლად,“- წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.