ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა.
ლონდა თოლორაია ბავშვის გაჩენიდან 2 კვირის თავზე აიძულეს დეკრეტიდან გამოსულიყო და მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს.
კაციჭამია რეჟიმითქო, რომ ვიტყვით, უტრირებააო გეტყვიან. მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ. თუმცა, არც აღარაფერი დარჩა.” – წერს ნიკა გვარამია.