TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
5 ივლისს “სირცვილიას” ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.
ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ კი, რომელიც 5 ივლისს ლექსოსთან ერთად იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა. 17 ივლისს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს პირი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
5 ივლისს “სირცხვილიას” ოლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, რადიკალებს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ დრომდე თავისუფლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. მეტიც, “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა, რომლებიც მედიაზე უპრეცედენტო ძალადობის ორგანიზატორები არიან, საკუთარი პარტია დაარეგისტრირეს.
მათ დასჯას მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.