ოზურგეთის ტექნო პარკში გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა(WWF) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ადგილორივი მედიის წარმომადგენლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარა.
პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა ჩატარებული კვლევებისა და განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს . შეხვედრის ბოლოს პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოფილმის ჩვენება გაიმართა პროექტი „გურიის ეროვნული პარკის დაარსება“ მიზნად ისახავს გურიის უნიკალური ეკოსისტემების დეგრადაციის შეჩერებას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენების აღმოფხვრის გზით. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.