სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”გამოფენთ აქ ევროკავშირის ჩარჩოიან მიბნედილ ფოტოებს.
დაწერთ-ევროპა არის ჩვენი თვითმიზანი!
აპროტესტებთ ბრძნული გამონათქვამებით რუსულ ოკუპაციას.
სოციალურ ქსელს ვერ გასცდა თქვენი ბრძოლა. სახლიდან ვერ გამოგიყვანეთ…
საქმით დაამტკიცეთ! დავდგეთ ერთად! ხმამაღლა იყვირეთ, ირგვლივ გაბრიყვებულებს ესაუბრეთ, გააპროტესტეთ ქუჩაში, ებრძოლე და შეცვალე მავნე სისტემა…
სანამ თქვენს ტყავს, სამსახურს, მდგომარეობას უფრთხილდებით და ნახევრადპატრიოტები ხართ….დაგვემხო თავზე ქვეყანა.
არ გავიგონო წუწუნი! არც პათეტიკური, ყალბი პერფომანსები. რაც გვჭირს, ვიმსახურებთ: ყოყმანისთვის, შიშისთვის, დუმილისთვის.” – წერს გორდელაძე.