გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტის მოქმედ და ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატებს – ვასილ ჩიგოგიძეს, ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს:
,,ჩვენ, გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
ჩვენი ორგანიზაციები მუშაობენ როგორც ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, ასევე, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდებისა თუ მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
მოგეხსენებათ, გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა, თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ რეგიონში მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი დონორის მოზიდვით, მეტი დაფინანსების მოპოვებით, საზოგადოების მეტად გაძლიერებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ წარმოდგენილი, რუსეთის გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონპროექტი, ამის საპირისპიროდ, მიმართულია არა მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არამედ მთლიანად მოსახლეობის წინააღმდეგ და მეტიც, ის პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენთვის ეს კანონპროექტი პრინციპულად მიუღებელია და იმედს ვიტოვებთ,
რომ თქვენ მას მხარს არ დაუჭერთ.
• გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“, ირმა გორდელაძე
• გურიის სამოქალაქო ცენტრი, ნათია ვაშალომიძე
• თავისუფალი მედია სივრცე, ავთანდილ გველებიანი
• ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი, მინდია სალუქვაძე
• ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, თამარ ღლონტი
• ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა, ქეთევან წილოსანი
• მედიასახლი „გურია ნიუსი“, გიორგი სიხარულიძე
• მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები“, ნინო ჭელიძე
• ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, მარინა თოფურია
• ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, გრიგოლ მახარაძე
• პროგრესის ვექტორი, მარინა ნუცუბიძე
• სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, კუკა ბარამიძე
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, თამაზ ტრაპაიძე
• საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ლევან ხინთიბიძე
• საქართველოს სასოფლო დარბაზი, ამირან გიგინეიშვილი
• საქველმოქმედო ასოციაცია გურია, რომან ლომაძე
• სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო, კახაბერ ლომაძე
• „ფენიქსი 2009“, ოთარ ჯიჯიეშვილი
• ქალები რეგიონის განვითარებისთვის, მაია თოხაძე
• „Post ალიონი“, ია მამალაძე.”
. მედიასახლი “გურიის მოამბე” , ვლადიმერ მენაბდე