„ქართული საზოგადოება ისეთი რამეა, ვერ გამოიცნობ წინასწარ, რა მოახდენს გავლენას და როდის წავლენ თავისი კალმებით არჩევნებზე.
თვითონ სიტყვაში [აგენტი] მე პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ იმ პარტიის, ვინც ეგ კანონი წარმოადგინა, ყველა განცხადებაში და ყველა ინიციატივაში ვხედავ პრობლემას. ვხედავ, რომ მოქმედებენ სულ სხვა მიზნებით, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება. ანუ მანდ ყველა სიტყვაზე გამოკიდებას აზრი არ აქვს. რომ შეხედავ, ვინ წარადგინა კანონი, უკვე ცხადია, რომ ეს კანონი კარგ საქმეს არ აკეთებს“, – უთხრა Netgazeti-ს გიორგი ჯანელიძემ.