კვაზი პატრიოტული განცხადებების უფლებას არავის მივცემთ! არავის მოგცემთ უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი და პარალელები გაავლოთ. პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როცა აქ ვართ ჩვენ! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სიმართლე ვერ დაიმალება და „პროპაგანდისტული ბუშტი გასკდება“.
„ჩვენ გვახსოვს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ადამიანების ნაწილი როგორ შეიყვანეთ პროპაგანდით შეცდომაში, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს. სიმართლე ვერ დაიმალა. აქაც ეს პროპაგანდა, თითქოს, რუსული კანონია, თითქოს, ვენეციის კომისია არ იქნება, ამ ყველაფერს ხალხი ხომ ხედავს და დაინახავს, ამიტომ ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება. საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა. ნაცვლად ამ პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცემთ! ჩემ უკან, ამ შემთხვევაში, დავით აღმაშენებელი არის გამოსახული. არავის მოგცემთ იმის უფლებას, რომ აქ რაღაც რუსეთი და პარალელები გაავლოთ. პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როცა აქ ვართ ჩვენ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.