დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ის 79 წლის გახდებოდა.
ჟიული შარტავა 1993 წლის 18 ივლისს, დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.
სოხუმზე შტურმის დროს, არც მას და არც მის გარემოცვას ქალაქი არ დაუტოვებიათ.
ისინი მინისტრთა კაბინეტის შენობაში იმყოფებოდნენ.
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ისინი დაატყვევეს და იმავე დღეს დახვრიტეს.
ჟიული შარტავაბოლომდე, გმირულად იდგა თავისი ქვეყნის სადარაჯოზე. მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.