„ნაციონალური მოძრაობს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის უკან „გაწვევას“ CNews – თან საუბრისას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ახალგაზრდების თავდაუზოგავი შემართების დამსახურება, რასაც მოფრთხილება სჭირდება.
ჯაფარიძის თქმით, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რაც ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულდეს.
„დავინახეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს და ბოდიში მინდა მოვუხადო, თუ ოდესმე არ მითქვამს, მაგრამ მიფიქრია მაინც სად არიან ახალგაზრდები? ახალგაზრდები არიან იქ სადაც ქვეყანას სჭირდება, იქ სადაც ჩვენს მომავალს სჭირდება, რომ არა მათი ასეთი ძალისხმევა, მათი ასეთი გულანთებულობა, ჩვენ ამას ვერ მივაღწევდით.
დავინახეთ, რომ ქართულ ოცნებას შეეშინდა, მათ უკან დაიხიეს. ახლა უპირობოდ უნდა გამოუშვან დროულად ჩვენი უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდები და ვფიქრობ, რომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, რადგანაც უკვე გამოვცადეთ ჩუმად, მოპარვით დაწყებული რუსული კრემლგამოვლილი პროცესები.
ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ახალგაზრდების გამოშვებისთვის და ჩემი სათქმელია ის, რომ ჩემს ქვეყანას 78 რუს მოქალაქეს ვერ ვამართინებ, დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი თანამოაზრე იქნება, რომელიც გაიზიარებს ამას და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბრძოლა ბოლომდე და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
დღეს ერთხელ დაიხიეს უკან, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს უკანდახევა საბოლოოდ კანონის გაწვევას არ ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რუსულ კანონს შემოიტანენ კიდევ და ბევრ რუსულ ნაბიჯს გადადგამენ ჩვენს ქვეყანაში, სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იქნებიან“, – განაცხადა Cnews–თან ჯაფარიძემ.