საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით. აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის მაჩვენებელი მაქსიმალურია.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, 48 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე – ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე – აშშ 8.2 პროცენტით.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • გაერთიანებული სამეფო – 428.3 მლნ აშშ დოლარი;
  • ესპანეთი – 367 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ – 163.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ნიდერლანდები – 145.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ირლანდია – 120.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი – 108.5 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი – 106.5 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი – 86.4 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი – 71 მლნ აშშ დოლარი;
  • იაპონია – 68.7 მლნ აშშ დოლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share