საქართველოს ხელისუფლება მტერს არასწორ ადგილას ეძებს – უკრაინის საელჩო

საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ერთი ერთში იმეორებს, – უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერის გუშინდელ განცხადებებს პასუხობს.

დიპლომატიური უწყება ღარიბაშვილის ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საქართველოს ომში ჩათრებას ცდილობს, კატეგორიულად უარყოფს და წერს, რომ ის რეალობას მოკლებულია.

ამასტან, საელჩო აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მტერს არასწორ ადგილას ეძებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ არაერთი არამეგობრული განცხადება გააკეთეს უკრაინის მიმართ.
თითქმის სიტყვა სიტყვით იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

საქართველოს ხელისუფლება არასწორ ადგილას ეძებს მტერს.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ჩვენ ვუსურვებთ  არ გაჩერდეს ევროპული მომავლის განვითარებაში, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share