საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ 9 მარტს რუს ჟურნალისტ, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
„ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში უახლოეს ხანში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ამ მთავრობის ნდობა არ შეიძლება. ეს მთავრობა ჩვენ ანალოგიური ხერხებით დაგვაშანტაჟებს და სულ ეცდება, რაიმე შემოგვაჩეჩოს. ახლა ეს იყო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ხვალ იქნება იატაკქვეშა ინტეგრაცია ან კოლაბორაცია პუტინთან და კრემლის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ამ ყველაფერს ველოდებით. მათი ნდობა არ შეიძლება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კობა ნაყოფიას თქმით, „ბრძოლა გრძელდება და ახლა მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება“.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”