ცხელი პოლიტიკური გაზაფხული დაანონსებულია. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი პოლიტიკურ მოქმედებაზე გადადის და იმავეს ურჩევს ოპოზიციასაც. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ “ოცნებამ” ყველა რესურსი ამოწურა და ამიტომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესი უნდა დაიწყოს.
როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე? მარგველაშვილი ოპოზიციას ერთიანი საბჭოს შექმნას სთავაზობს.
შედგება თუ არა დიდი ერთობა? ოპოზიციის ნაწილი მარგველაშვილის იდეას საერთო ოპოზიციური საბჭოს შესახებ საკუთარი პირობებით ეთანხმება. “ერთიანობა ვერ შედგება პარტიული იდენტობის დათმობის ხარჯზე”- ამბობენ ოპოზიციაში და მზად არიან, “ოცნების” წინააღმდეგ ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებზე ერთად იმუშაონ.
როგორ აიძულებს ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებას ჯერ უცნობია. “ოცნება” უკან დახევას არ აპირებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არც კი განიხილავს.