ოზურგეთის „მერცხალის“ისტორიდან – მერაბ ღლონტი

ოზურგეთის „მერცხალის“ისტორიდან:
მერაბ ღლონტი  დაიბადა 1958 წლის 27 თებერვალს ოზურგეთში სოფ.მელექედურში.
პოზიცია მეკარე
თამაშობდა მახარაძის „მერცხალში“ 1976- 1985 წწ.
1986-1989 წწ. გორის“დილაში“
1991-1992წწ. ლაითურის „გიგანტში“
საქართველოს ჩემპიონი ,საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს სუპერ თასის მფლობელი 1982 წელი.
საბჭოთა კავშირის სოფლის სპორტსმენთა სპარტაკიადის გამარჯვებული 1983 წელი
საკავშირო გათამაშების სოფლის სპორტსმენთა შორის „ოქროს თავთავის“ გამარჯვებული 1982 წელი
საკავშირო გათამაშების 2 ლიგის 9 ზონის გამარჯვებული 1985 წელი.
ფეხბურთის თამაში 18 წლისა დაიწყო მწვრთნელ სოსო გაგუასთან და მერაბ ვანიძესთან 1976 წელს,
იმავე წელს მახარაძის „მერცხალის“ მთ.მწვრთნელმა მიშიკო გორდელაძემ მიწვია ძირითად გუნდში.
ერთ თამაშში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარ ფინალში ქ.წულუკიძეში(ხონში) 1981 წელს 5 პენალი აიღო, ერთი პენალი თამაშის მსვლელობის დროს 4 კი თერთმეტრმეტრიანების სერიაში მისი დამსხურებით გუნდი გავიდა საქართველოს თასის ფინალში.
როგორც ბატონი მერაბი ამბობს 80-იანი წლების „მერცხალი“ საუკეთესო იყო იმ წლებში თითქმის ყველა თამაშს ვიგებდით ვახარებდით ოზურგეთელ ფეხბურთის გულშემატკივრებს თავ აწეულები და გახარებულები გავდიოდით მოედნიდან ,
ასეთი ძლიერი და ბრძოლის უნარიანი გუნდის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელი გუნდის მთ.მწვრთნელს თემურ გრძელიშვილს და გუნდის უფროს ბახვა გიორგაძეს ამბობს ბატონი მერაბი.
ღლონტს და დუდას გაუმარჯოს(ჯონი ჯანელიძე ფოთის „კოლხეთის მთ. მწვრთნელი) ეს ამბავი მახარაძეში მოხდა იხსენებს ბატონი მერაბი ვეთამაშებით ფოთს აშკარა უპირატესობა გვაქვ მაგრამ გოლს ვერ ვაგდებთ მსაჯი ჩვენია პენალიც დავარტყით მაგრამ გოლს ვერ ვიტანთ? თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი აქვს სერგეი დუდას მოწინამღდეგემ მიმართა პრესინგს დავტოვე კარი და სერგეის ვეძახი დამიბრუნე ბურთი სერგეიმ ბურთი კარისკენ გამოუშვა სველ მინდორზე დამიცურდა ფეხი დავეცი და ბურთი კარის ბადეში აღმოჩდა წავაგეთ, თამაშის შემდეგ სტუმრებისათვის გამართულ მეგობრულ ვახშამზე მაშინდელმა ფოთის მთ.მწვრთნელმა ჯონი ჯანელიძემ ასწია ჭიქა და დაგვლოცა ჩემს დუდას და ღლონტს გაუმარჯოსო..
ჩემი როგორც ფეხბურთელისა და პიროვნების ჩამოყალიბება «მერცხალში“ მოხდა ამბობს ბატონი მერაბი გამიმართლა ისეთი ფეხბურთელების გვერდში ვითამაშე როგორებიც იყვნენ;ტატო წიკლაური, ნოდარ ჩხარტიშვილი,გიზო გუჯაბიძე, ბადრი ლომინაძე, ვლადიმერ კვაჭანტირაძე,ვალიკო დუმბაძე, ჯემალ თოფურიძე, პაპუნა ნემსაძე,ვოვა პანოვი,ვოვა გოგოტიშვილი, თამაზ კიკლიაშვილი, ბესიკ უგულავა,სერგეი დუდა, მაზინჩუკი, გორის „დილაში“ მერაბ ხუციშვილი ,დავით შავდათუაშვილი,ნონიკაშვილი, ტიტვინიძე, ძმები ხორგუაშვილები, ფოთის „კოლხეთიდან“ ძმები ტყებუჩავები,თვარაძე და სხვები,ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია თამაზ კიკლიაშვილი ,მწვრთნელი თემურაზ გრძელიშვილი.
გული მწყდება დღეს რომ ჩემი საყვარელი გუნდი „მერცხალი „ ასეთ მდგომარეობაში,
ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობს,დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს თავის მეგობრებში და საზოგადოებაში.
.
მოამზადა ხარიტონ ჩხატარაშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share